According to the Ministry of Health of the Republic of Bulgaria, from September 7 to October 30, 2021 the country is strengthening COVID regulations. Specifically:

ბულგარეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, 2021 წლის 7 სექტემბრიდან 30 ოქტომბრამდე ქვეყანაში მკაცრდება რეგულაციები. კერძოდ:

  • Restaurants, casinos and and other gambling facilities will work from 7 am to 10 pm; | რესტორნები, კაზინოები და აზარტული თამაშების სხვა დაწესებულებები იმუშავებენ 07.00-დან 22.00 საათამდე;
  • Working personnel will be obliged to wear masks and customers will have to keep 1.5 meter distance; | პერსონალს მოეთხოვება ნიღბების ტარება, ხოლო ვიზიტორებმა უნდა დაიცვან 1.5 მეტრი დისტანცია;
  • Each table will allow no more than 6 people; | მაგიდასთან დაიშვება არაუმეტეს 6 ადამიანისა;
  • Group studying is permitted in learning centers, in case of maintaining 1.5 meter distance and keeping number of students no more than 10; | სასწავლო ცენტრებში ჯგუფური მეცადინეობები დაშვებულია, 1.5 მეტრი დისტანციის დაცვით და ერთ გაკვეთილზე არაუმეტეს 10 დამსწრის პირობებში;
  • Centers and clubs for kids will be closed; | საბავშვო ცენტრები და კლუბები დაიკეტება;
  • Congresses and training cessions are allowed in case of filling up only 30% of the full capacity and having no more than 30 participants. Wearing masks to similar events is mandatory; | კონგრესები და ტრენინგები დაშვებულია, ფართის არაუმეტეს 30%-ის შევსების და არაუმეტეს 30 ადამიანის მონაწილეობის პირობის დაცვით. მსგავს ღონისძიებებზე ნიღბების ტარება სავალდებულოა;
  • Team buildings and other types of mass gatherings are not allowed; | Team building-ები და ყველა სახის მასობრივი ღონისძიებები იკრძალება;
  • Going to the movies and theaters is allowed with the filling capacity of 50%; | კინოთეატრებსა და თეატრებში სიარული დაშვებულია, დარბაზის 50%-ამდე შევსებით;
  • Going to the museums and galleries is allowed, but visitors have to wear mask and there should be no more than 1 person per every 8 square meters of the area; | მუზეუმებსა და გალერეებში სიარული დაშვებულია, ნიღბების ტარების აუცილებლობით და 8 კვადრატულ მეტრ ფართზე არაუმეტეს ერთი ადამიანის ყოფნის პირობის დაცვით;
  • Sporting events in closed areas are allowed only without audiences; | სპორტული ღონისძიებები დახურულ სივრცეში დაშვებულია მაყურებლის გარეშე;
  • Sporting events in open areas are allowed with 30% of the the whole capacity and attending audience wearing masks; | სპორტული ღონისძიებები ღია სივრცეებში (სტადიონები) დაშვებულია ტრიბუნის მოცულობის არაუმეტეს 30%-ის შევსების და დამსწრეთა მიერ ნიღბების ტარების პირობის დაცვით;
  • Private events, like baptizing, weddings and others are allowed with no more than 30 people in a closed area, and no more than 60 people in open areas; | კერძო ღონისძიებები, როგორებიცაა ნათლობა, ქორწილი და სხვა, დაშვებულია – დახურულ სივრცეში არაუმეტეს 30, ხოლო ღია სივრცეში არაუმეტეს 60 პირის ყოფნის პირობის დაცვით;
  • In person studying at schools will start on September 15, 2021. | სასწავლო პროცესი სკოლებში დაიწყება დასწრებით (in person) 15 სექტემბრიდან.
Categories: COVID-19

0 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

en_GB