გეოგრაფიული მდებარეობა
ბულგარეთის რესპუბლიკის საზღვრების საერთო სიგრძეა 2245კმ. აქედან 1181კმ. - ხმელეთის, 686 კმ მდინარის და 378 კმ ზღვის. ბულგარეთი ესაზღვრება: ჩრდილოეთით - რუმინეთს, აღმოსავლეთით - შავ ზღვას, სამხრეთით - თურქეთსა და საბერძნეთს და დასავლეთით - მაკედონიასა და სერბეთს.
მანძილი სოფიასა და მის მეზობელ ბალკანეთის ქვეყნების დედაქალაქების შორის: სკოპიე - 239კმ., ბელგრადი - 374კმ., ბუქარესტი - 395კმ., ათენი - 837კმ., ანკარა - 1012კმ.
მოქმედებს საკონტროლო სასაზღვრო გამსველი პუნქტები (სსგპ) - ბულგარეთ -სერბეთის საზღვარი - სსგპ ბრეგოვო, სსგპ ვრაშკა ჩუკა, სსგპ კალოტინა, სსგპ სტრეზიმიროვცი, სსგპ ოლტომანცი;
ბულგარეთ-მაკედონიის საზღვარი - სსგპ გიუეშევო, სსგპ სტანკე ლისიჩკოვო, სსგპ ზლატარევო;
ბულგარეთ-თურქეთის საზღვარი - სსგპ მალკო ტირნოვო, სსგპ ლესოვო, სსგპ კაპიტან ანდრეევო;
ბულგარეთ-საბერძნეთის საზღვარი -სსგპ კულატა, სსგპ ილინდენ, სსგპ - კაპიტან პეტკო ვოივოდა, სსგპ ივაილოვგრად, სსგპ ზლატოგრად;
ბულგარეთ - რუმინეთის საზღვარი - სსგპ ვიდინ - ბორანი, სსგპ ორიახოვო- ბორანი, სსგპ რუსე- დუნავ მოსტ, სსგპ სილისტრა, სსგპ კარდამი, სსგპ დურანკულაკი;
მდინარის ნავსაყუდელი - სსგპ ვიდინი, სსგპ ლომი, სსგპ სომოვიტ-ნიკოპოლი, სსგპ სვიშტოვი, სსგპ რუსე, სსგპ ტუტრაკანი, სსგპ სილისტრა;
ზღვის პორტები - სსგპ ბალჩიკი, სსგპ ვარნა, სსგპ ბურგასი, სსგპ ცარევო;
აეროპორტი - სსგპ სოფიის აეროპორტი, სსგპ პლოვდივის აეროპორტი, სსგპ გორნა ორიახოვიცას აეროპორტი, სსგპ ვარნის აეროპორტი, სსგპ ბურგასის აეროპორტი.