ისტორია

ბულგარეთის ტერიტორია დასახლებულია უძველესი დროიდან. ამას ადასტურებს არქეოლოგიური გათხრები: სადაც მოძიებულია უამრავი სოფლები და სასაფლაოები. დღევანდელი ბულგარეთის ტერიტორია ითვლება ევროპაში ზოგიერთი ადრეული ცივილიზაციის აკვნად - არქეოლუგიური გათხრები ოხოდთან (ვრაჩანსკო), ძველი სასაფლაოები სოფელ - იუნაცთან (პაზარჯიკთან ახლოს) და ყველაზე ძველი ოქროს საბადოები ნაპოვნი ქალაქ ვარნის განაპირას. უამრავი ძველი კულტურული ძეგლები თრაკიელების ეპოქიდან შემორჩა: სასაფლაოები (კაზანლიშკა, ალექსანდროვსკა, სვეშტარსკა და სხვ), განძეულობა (პანაგიურსკო, როგოზენსკო, ვოლჩიტრინსკო და სხვ), სამლოცველო ადგილები და ეკლესიები ( პერპერიკონი, სტაროსელ, კოზი გრამადი, ბეგლიკტაშ და სხვა ).
ბელოგრადჩიკის კლდეები

განსაკუთრებით გააქტიურებულია თრაკიისა და საბერძნეთის ცივილიზაციის შორის კულტურული ურთიერთობა. ძველი წელთაღრიცხვით VI-II საუკუნეების პერიოდში, თრაკიაში, ქ. მიზიასა და შავი ზღვისპირეთის ტერიტორიაზე, აღმოცენებულია მრავალი ქალაქი, რომლებიც ხვდება საბერძნეთის კულტურის გავლენის ქვეშ. І საუკუნეების შუა პერიოდში ახალი წელთაღრიცხვით, მთელი ბულგარეთის ტერიტორია ხდება რომის იმპერიის გავლენის ქვეშ. ამ პერიოდის მრავალი არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლები შემორჩენილია : ანტიკური დროის თეატრი და რომის სტადიონი პლოვდივში, ძველრომაული ქალაქები: ულპია ესკუსი, ნოვე, ნიკოლოპოლის ად ისტრუმი, ნიკოპოლის ად ნესტუმი, ავგუსტა ტრაიანა, აბრიტუს და სხვ.

რომის იმპერიის დაცემის შემდეგ, დღევანდელი ბულგარეთის მიწების ნაწილი -მიეკუთვნება აღმოსავლეთ რომის იმპერიას, რასაც ისტორიკოსებმა მოგვიანებით დაარქვეს - ვიზანტია. VII საუკუნის მეორე ნახევრიდან, დღევანდელი ბულგარეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის ტერიტორია დასახლებულია ძველი ბულგარელებით. სლაველებთან ერთად იქმნება ახალი ბულგარეთის სახელმწიფო, რომელიც აღიარებულია ვიზანტიის მიერ 681 წელს. სახელმწიფოს მეთაურად არჩეულ იქნა ძველი ბულგარელების მხრიდან - ხან ასპარუხი და დედაქალაქად აღიარებულ იქნა ქ პლისკა.

ხან კრუმის მეთაურობის პერიოდში (803-814) ბულგარეთის ტერიტორია ემეზობლება დასავლეთით კარლ დიდი, და აღმოსავლეთით ემიჯნება ვიზანტიის დედაქალაქ - კონსტანტინოპოლს. კნიაზ ბორის I მიხაილის მმართველობის პერიოდში (852-889), 864 წელს ბულგარეთის სახელმწიფო ღებულობს ოფიციალურად ქრისტიანულ სარწმუნოებას და ბულგარეთი ხდება ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული სახელმწიფო - ევროპაში.

ІХ საუკუნის ბოლოს ძმები კირილი (კონსტანტინ ფილოსოფოსი) და მეთოდი აყალიბებს და ავრცელებს სლავურ დამწერლობას. ორხიდი და ველიკი პრესლავი ხდება ბულგარულ- სლავური კულტურის ცენტრად. ბულგარეთიდან სლავური დამწერლობა ვრცელდება სხვა სლავურ ქვეყნებში. დღესაც რუსეთი, სერბეთი, უკრაინა, მაკედონია და ბელორუსი იყენებს კირილიცას. მეფე სიმეონ І-ის (893 – 927) მმართველობა ითვლება როგორც „ბულგარეთის კულტურის ოქროს ხანად“, და ბულგარეთის სახელმციფოს საზღვრებმა ამ დროისთვის მიაღწია შავი ზღვის, თეთრ ზღვისა და ადრიატიკის ზღვამდე.

ხისარი
უამრავი ომების შემდეგ 1018 წელს, ვიზანტია იბყრობს ბულგარეთს. 1185 წლის აჯანყებამ, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ სამეფო წოდების მქონე ძმები ასენი და პეტრი, გამოიწვია ის რომ ბულგარეთი ვიაზანტიას გამოეყო. ამის შემდეგ შეიქმნა ბულგარეთის მეორე სამეფო, რომლის დედაქალაქი გახდა - ქ ტირნოვო.
აჯანყების შემდეგ, უმცროსმა ძმამ კალოიანმა (ხემზღვანელობა 1197-1207) შესძლო აღედგინა ბულგართის სახელმწიფოს წინა დიდებულება, და მეფე ივან ასენ II (1218-1241) მეფობის დროს, ბულგარეთის მეორე სამეფომ მიაღწია უდიდეს აყვავებას - პოლიტიკურ ჰეგემონიას ევროპის სამხრეთაღმოსავლეთით, ტერიტორიულად აფართოვებს საზღვრებს შავი ზღვისპირეთ, თეთრზრვასა და ადრიატიკის ზღვისპირეთამდე, ვითარდება ეკონომიკა და კულტურა. ამ პერიოდის ყველაზე ღირშესანიშნავი ნაციონალური ძეგლებია შემონარჩუნებული ფერმწერა ბოანსკი ეკლესიის კედლებზე, ტირნოვოს ეკლესიებში, ზემენსკი მანასტირში, ივანოვსკი კლდეებში აშენებული ეკლესიებში, ლონდონის ოთხი სახარების მინიატურები და მანასეს ქრონიკა.
XIV საუკუნის ბოლოს ბულგარეთის სახელმწიფო დაიპყრო ოსმალეთის იმპერიამ. ოსმალეთის ბატონობის პირველ წლებში ბულგარეთის განთავისუფლების მხოლოდ ერთი მცდელობა მოხდა. მოგვიანებით, ჰაიდუკების მოძრაობამ შექმნა წინაპირობები ორგანიზებულ ეროვნულ განმანთავისუფლებელ მოძრაობაში.
XVIII ს. დასაწყისში დაიწყო ბულგარეთის აღორძინება. ყალიბდება ბულგარეთის სამეფო, კულტურა და განათლება. გეორგი რაკოვსკიმ (1821-1867) დაიწყო მოძრაობა ოსმანეთის იმპერიის დასამხობად. მთავარი მოქმედი პირები განმანთავისუფლებელ მოძრაობაში იყვნენ: ვასილ ლევსკი (1837-1873), ლიუბენ კარაველოვი (1834-1879), ხრისტო ბოტევი (1848-1876) და სხვანი.
1876 წელს დაიწყო აპრილის აჯანყება, რომელიც ისტორიაში შესულია როგორც უდიდესი მცდელობა ბულგარეთის სახელმწიფოს განთავისუფლება ოსმალეთის იმპერიისგან. აჯანყება ჩახშობილ იქნა, მაგრამ ბულგარეთის დამოუკიდებლობის საკითხი დადგა ცენტრალურ პოლიტიკურ არენაზე.
რუსეთ-თურქეთის განმანთავისუფლებელი ომი , რომელიც მოხდა 1878 წელს ბულგარეთის სახელმწიფომ აღადგინა თავისი ძველი პოზიციები. ბერლინის კონგრესმა 1878 წელს ბულგარეთის ტერიტორია გაყო სამ ნაწილად: ბულგარეთის თავადების ხელმძღვანელობით, აღმოსავლეთ რუმელია - რომელსაც მმართველობდა მართლმადიდებელი ქრისტიანი, რომელიც დანიშნული იყო სულთანის მიერ და ტრაკია და მაკედონია, რომელიც რჩებოდა ოსმალეთის იმპერიის გავლენის ქვეშ. პირველი ბულგარეთის თავადების წარმომადგენლად არჩეულ იქნა - ალექსანდრე ბატენბერგი. 1879 წელს მიღებულ იქნა ბულგარეთის პირველი კონსტიტუცია, რომელიც იყო ყველაზე დემოკრატიული იმ დროისთვის. 1885 წელს გაერთიანებულ იქნა ბულგარეთის თავადები და აღმოსავლეთ რუმელია. 1908 წელს თავადი ფერდინანდი საკსკობურგოტსკი აცხადებს ბულგარეთის დამოუკიდებლობას თურქეთის გავლენისაგან და იგი არჩეულ იქნა ბულგარეთის მესამე სამეფოს მეფედ.
ძეგლი შიპკა
1912 წელს ბულგარეთის სახელმწიფომ მოიგო ომი, რომელიც ისტორიაში შევიდა როგორც ბალკანეთის ომი. სერბეთსა და საბერძნებთან ერთად , ბულგარეთი იბრძვის თრაკიისა და მაკედონიის განსანთავისუფლებად, მაგრამ აზრთა სხვადასხვაობის გამო იწყება ომი 1913 წელს მოკავშირეებს შორის, რის შედეგადაც ბულარეთის სახელმწიფო მარცხდება. ამ ომის შედეგად ბულგარეთს ართმევენ ტერიატორებს. პირველ მსოფლიო ომში ჩარევამ ბულგარეთის სახელმწიფო მიიყვანა კატასტროფამდე და ნიონის სამშვიდობო ხელშეკრულებამ (1919 წელს) აიძულა ბულგარეთის მხარე წასულიყო ბევრ დათმობაზე, რის შედეგადაც ბულგარეთის სახელმწიფომ დაკარგა თავისი ბევრი კუთვნილი ტერიტორია. 40-იანი წლების დასაწყისში ბულგარეთი მიყავს პოლიტიკა გერმანიისა და ოსტის ინტერესისთვის (ოსტი - ჰიტლერული გერმანია, სამეფო იტალია და იაპონიის იმპერია). 1941წელს ბულგარეთი ერთვება მოკავშირეთა ომში, მაგრამ ბულგარეთის ჯარი არ მონაწილეობს აღმოსავლეთ ფრონტზე. მეფე ბორის III მხარს უჭერს ხალხის აზრზს და არ იძლევა უფლებას 50 000 ბულგარელი ებრაელის დეპორტაციას. ყველა ევროპის ქვეყნებიდან მხოლოდ დანიამ და ბულგარეთმა შესძლო გადაერჩინა ებრაელები ნაცისტების გაზის კამერებისაგან. 1944 წლის შემოდგომაზე ბულგარეთის სახელმწიფო უერთდება მოკავშირეებს და იღებს აქტიურ მონაწილეობას გერმანიის ჯარის გასანადგურებლად სამხრეთ და ცენტრალური ევროპიდან.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბულგარეთი ეკონომიურად და პოლიტიკურად ხდება საბჭოთა კავშირის გავლების ქვეშ. 1946 წელს ბულგარეთის სახელმწიფო გადაკეთდა რესპუბლიკად და სახელმწიფოს სათავეში უდგება კომუნისტორი პარტია. სხვა პოლიტიკური პარტიები აკრძალურია, ეკონომიკა და ბანკი ნაციონალიზირებულია, და მიწები გადაკეთებულია კოოპერაციაბად.

1989 წლის ბოლოს იწყება დემოკრატიოული გარდატეხა ბულგარეთში. ტარდება მრავალპარტიული არჩევნები. მიღებულია ახალი კონსიტიტუცია. ბულგარეთი მიყვება დემოკრატიულ აღორძინებას და საბაზრო ეკონომიკას. ბულგარეთის საგარეო პოლიტიკა მიმართულია ევროპის სტრუქტურებთან დასაახლოებლად. 1991 წლიდან ბულგარეთი ხდება ევროპის საბჭოს წევრი. 2004 წელს - ნატოს წევრი ქვეყანა. 1995 წელს ბულგარეთის რესპუბლიკას შეაქვს მოთხოვნა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. 1999 წელს იწყება მოლაპარაკება. 2005 წლის 25 აპრილს ლუქსემბურგში ხელი მოეწერა ბულგარეთის რესპუბლიკის ევროკავშირთან შეერთების ხელშეკრულებას. 2007 წლის 1 იანვრიდან ბულგარეთი ევროკავშირის წევრობის სრულუფლებიანი წევრი გახდა. 

ინფორმაციის წყარო:

https://www.bulgariatravel.org

ka_GE