ბულგარეთის რესპუბლიკის ბუნება და კლიმატი

ბუნება

კლიმატი

ბულგარეთის ტერიტორია ხასიათდება მრავალფეროვანი ტოპოგრაფიით, რომელიც აერთიანებს დაბლობებს, მთიან და შავნიადაგიან მიწებს, მდინარეებს, ხეობებს და მთებს. ქვეყნის დაახლოებით 70% უკავია დაბლობებსა და ამაღლებულ ტერიტორიებს, 30% - მთებს. ტერიტორიის საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან - 467მ. შეადგენს, რომელიც მცირდება სამხრეთ ჩრდილოეთიდან და დასავლეთ აღმოსავლეთით. ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს მთა: სტარა პლანინა, ყველაზე მაღალი მწვერვალით -ბოტევი (2376 მ ზღვის დონიდან). სამხრეთ ჩრდილოეთ დასავლეთ ნაწილს კვეთს მდინარე ისკარი, მისი აუღწერელი სილამაზე გადაჭიმულია 70 კილომეტრ მანძილზე. მთის - სტარა პლანინას ჩრდილოეთით, გამოიკვეთება მაღალმთიანი ზონა - პრედბალკანეთი. სტარა პლანინას სამხრეთით - გადაჭიმულია ქვედაბალკანეთის ხეობები და სრედნოგორიე. ყველაზე ფართო ქვედაბალკანეთის ხეობებია სოფიის, სადაც ბულგარეთის დედაქალაქი სოფია მდებარეობს. დედაქალაქის სამხრეთით მდებარეობს ვიტოშის მთა, უმაღლესი ჩერნი ვრიხის მწვერვალით - (2290 მ ზ დ). მისი დაბლობი დასავლეთ ბულგარეთის შუა ნაწილშია. იქ განლაგებულია დაბალი და საშუალო ზომის მთები, როგორიცაა: რუი, მილევსკა, ზემენსკა, კონიავსკა, ვერილა და სხვა. ბულგარეთის ყველაზე მაღალი მთები: რილა და პირინი, მდებარეობს აღმოსავლეთით მდინარე სტრუმის ხეობაში. მთების საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან - 1258 მ ია, და მათგან 60% მდებარეობს 1000 მ ზღის დონიდან. მთა რილაში 31 მწვერვალია 2600 მ-ზე მეტი სიმაღლით ზღვის დონიდან. ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ყველაზე დიდი მწვერვალი - მუსალაა, მისი სიმაღლეა - 2925მ.
მთა პირინი მოიცავს 33 მწვერვალს, 2600 მ-ზე მეტი სიმაღლით ზღვის დონიდან. მწევერვალ ვიხრენს (2914მ) მეორე ადგილი უკავია ბულგარეთში და მესამე - ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. დროის განმავლობაში ყინულის დნობის შედეგად, წარმოიქმნა ულამაზესი ალპური ტბები. აღმოსავლეთით მდინარე მესტასა და მთა რილას შორის მდებარეობს - როდოპი. როდოპზე არის 11 მწვევრვალი - 2000 მ-ზე მაღლა ზღვის დონიდან. მათ შორის ყველაზე დიდი მწვევრალი - გოლიამ პერელიკია (2191მ ზ დ). ბუნებრივი ღირშესანიშნაობები - გამოქვაბულები, ჩანჩქერები, ალპური ტბები ყოველწლიურად იზიდავს მრავალ ტურისტს. სრედნოგორიეს, რილა, როდოპისა და შავი ზღვის პირეთში მდებარეობს - გორნოტრაკიის დაბლობი, ხასკოვის მთიანი მიწები, სრედნოტუნჯიის მდინარის ნაპირები, ბურგასის ვაკეები და მთა სტრანჯა და საკარი. ქვეყნის დასავლეთ ნაწილი უკავია ბულგარეთის შავი ზღვის სანაპირო ზოლს, რომელზეც განლაგებულია მრავალი საბანაო ფართო სანაპირო, რომელიც იზიდავს ბულგარელ და უცხოურ ტურისტებს. ბულგარეთის რესპუბლიკა მდიდარია მრავალი ბუნებრივი სამკურნალო მინერალური წყლით. მინერალური წყლის ტემპერატურა ვარირდება მათი ადგილსამყოფელისაგან: ცივი - (20°С მდე); თბილი - ( 20-37°С მდე); ცხელი - (37°С ზე ზევით).
გეოგრაფიული მდებარეობის გამო ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორია განლაგებულია მდრინარე დუნავთან და შავ ზღვასთან ახლოს, აგრეთვე სტარა პლანინას მდებარეობა და ეგეოსის ზღვასთან ქმნის სათავეებს დაქსაქსულ მდინარის არტერიებთან. ბულგარეთის ყველაზე დიდი მდინარეა - ისკარი (368კმ), რომელიც უერთდება მდინარე დუნავს და იღებს სათავეს მთა - რილადან. აგრეთვე დიდი მდინარეები , რომლებიც უერთდებიან მდინარე დუნავს: ლომი, ოგოსტა, ვიტი, ოსიმი, იანტრა. ეგეოსის ზღვასთან მდებარე ყველაზე დიდი მდინარე ბულგარეთის ტერიტორიაზე მდინარე მარიცაა (მისი სიგრძეა 321 კმ, და მოიცავს 21084 კმ²). აგრეთვე სხვა დიდი მდინარეებია: არდა, ტუნჯა, მესტა, სტრუმა. ბუნებრივი ტბები, რომლებიც შეიქმნა ზღვისპირეთში მეწყერების და ბუნებრივი მოვლენებისაგან, ბულგარეთში განლაგებულია შავი ზღვისა და დუნაის სანაპიროებზე, ასევე მაღალმთიან რილასა და პირინის მთებში. ტბების გეოგრაფიული მდებარეობის გამო, შეიქმნა სამი ძირითადი ტბების დაჯგუფება: დობრუჟანსკა (დურანკულაშკო, ეზერეცკო, შაბლენსკო, შაბლენსკა ტუზლა, ნანევსკა ტუზლა და ბალჩიშკა ტუზლა), ვარნენსკა (ვარნენსკო და ბელოსლავსკო) და ბურგასკა ( ბურგასკო, ატანასოვსკო, მანდრენსკო და პომორიისკო, ალეპუ, არკუტინო და სტომოპლო). ბუნებრივმა გარემომ შექმნა გაყინული ტბები რილასა და პირინის მთებში. ტბების რაოდენობა 260ს ითვლის, რომლებიც განლაგებულია 2000-2600მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან. ტბა რომელიც განლაგებულია ზღვის დონიდან 2700მ სიმაღლით პირინში - გორნო პოლეჟანსკოა, და მდაბლობში მდებარეობს ტბა - ლოკვატა ( 1858მ ზ დ). ყველზე გრზელი ტბა გორნო რიბნო (801მ) - მდებარეობს მთა რილასთან. ტბების ნახევარზე მეტი მოიცავს 10 დეკარ მიწის ფართობს (ყველაზე დიდი ტბა - სმრადლივოა, რომელსაც უკავია 212 დეკარი ტერიტორია რილაში, და მთა პირინში ტბა პოპოვოა - 112 დეკარით). ტბების უმრავლესობის სიღრმე ბულგარეთში იწყება 25 მეტროდან (ყველაზე ღრმა ტბა - ოკოტოა 37მ. მთა რილაში). ცნობილი ტბები მთა რილაშია: სედემტე ეზერა (რილის შვიდი ტბა), მარიჩინიტე, ურდინიტე, რიბნიტე და სხვა, და პრინის მთებში: ვასილაშკი, პოპოვი, ვლახინსკი, ბენდერიშკი და სხვა. შემდეგი განთქმული ტბებია: სკალენსკო (სტარა პლანინას დასავლეთით), კუპენსკო (შუა სტარა პლანინა), პანიჩიშტე (მთა რილას ჩრდილოდასავლეთით) და რაბიშკო. ყველაზე დიდი ტბა რაბიშკოა. ტბა სრებერნა კი იუნესკოს ეგიდის ქვეშაა. მეწყერისაკენ მიდრეკილი ტბა განლაგებულია შავი ზღვის სანაპიროზე, ქ ვარნის ჩრდილოეთით - ალაჯა მანასტირთან. ასევე ტბა სმოლიანსკი განლაგეულია ქ სმოლიანის ჩრდილოეთით, რომელიც მოიცავს სამ დიდ და რამოდენიმე პატარა ტბას.

ბიოლოგიური მრავალფეროვნებით, ბულგარეთის რესპუბლიკას უკავია მეორე ადგილი მთელ ევროპაში. ქვეყანაში შექმნილია სამი ნაციონალური პარკი: პირინი (იუნესკოს ეგიდის ქვეშ), რილა, ცენტრალური ბალკანეთი და 11 ბუნებრივად შექმნილი პარკი: ბელასიცა, ბულგარკა, ვიტოშა, ვრაჩანსკი ბალკან, ზლატნი პიასაცი, პერსინა, რილსკი მანასტირი, რუსენსკი ლომი, სინიტე კამანი, სტრანჯა და შუმენსკო პლატო.

ბულგარეთი მდებარეობს ზომიერ განედში და მისი კლიმატი ხელსაყრელია სხვადასხვა სახის ტურიზმის განვითარებისთვის. ქვეყნის საშუალო წლიური ტემპერატურა 10 ° და 14 ° С- ს შორის მერყეობს, სადაც ჭარბობს 11 ° -დან 12 ° С- მდე ტემპერატურები. ეს კავშირშია სიმაღლესთან. მთაში მზარდ სიმაღლესთან ერთად თერმულ პირობებზე გავლენას ახდენს თავისუფალი ატმოსფეროს პირობები. და ზღვის დონიდან 2300 მ -ზე ზემოთ საშუალო წლიური ტემპერატურა უარყოფითია (პიკი მუსალა -2,9 ° С). ჩრდილოეთ ბულგარეთის ბრტყელ და მთიან მიწებზე ყველაზე დაბალი საშუალო თვიური ტემპერატურა მოდის იანვარში (-1,4 ° და -2,0 ° С), ხოლო სამხრეთ ბულგარეთში იანვრის საშუალო ტემპერატურა 0 ° –სა და 1- 2 ° C შორის წარმოადგენს. მთიან რაიონებში (1000-1200 მ) და ხეობის მინდვრებში იანვრის საშუალო ტემპერატურა -2 ° და -4 ° С. უფრო მაღალი სიმაღლის ზონებში, საშუალო თვიური მინიმუმი თებერვალში იცვლება, თებერვლის საშუალო თვიური ტემპერატურა -8 ° -10 ° С- ს შორის არის. მუსალას თავზე ტემპერატურა -11,6 ° С. შავი ზღვის სანაპიროზე იანვრის და თებერვლის საშუალო ტემპერატურა დადებითია. ჩრდილოეთ სანაპიროზე ის 0,8 ° - 2 ° С, ხოლო სამხრეთით 2,4 - 3,2 ° С შორის მერყეობს. ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ტემპერატურა ტიპიურია ივლისისა და აგვისტოს თვეებისთვის. მათი დიაპაზონი 21-24 ° С. ბალკანეთის მთების ჩრდილოეთით მდებარე მთის გარეთ მდებარე რეგიონებში ივლისის საშუალო ტემპერატურაა დაახლოებით 22 ° С, ხოლო მის სამხრეთით მდებარე დაბლობებსა და მთიან მიწებს 23–24 ° С ტემპერატურა ახასიათებს. მთიან რეგიონებში (1000-2000 მ) 12 ° - 16 ° С მოდის, ხოლო რეგიონებში ზღვის დონიდან 2300 მ სიმაღლეზე. - 5-8 ° C.
ნალექი არათანაბრად არის განაწილებული მთელ ქვეყანაში. საშუალო წლიური ნალექი ფართოდ იცვლება-500-550 მმ-დან (დუნაის დაბლობი და ზემო თრაკიის დაბლობი) მაღალმთიანეთში 1000-1400 მმ-მდე. ბულგარეთში ყოველწლიურად იქმნება თოვლის საფარი. ქვეყნის ქვედა ნაწილებში თოვლის საფარი გრძელდება დეკემბერ-მარტში, ხოლო შავი ზღვის სანაპიროზე და ბალკანეთის მთების სამხრეთით მდებარე მიწებზე ის იანვარ-თებერვალში ჩნდება. მთიან და ალპურ რაიონებში ყალიბდება გახანგრძლივებული და სქელი თოვლის საფარი. იმ ადგილებში, სადაც სიმაღლე 1000-1500 მ. ის გრძელდება 4-5 თვე, ხოლო 2000 მ-ზე მეტი-7-დან 9 თვემდე.
ქვეყნის ტერიტორია დაყოფილია ხუთ კლიმატურ რეგიონად - ზომიერი, კონტინენტურ - ხმელთაშუა ზღვის, გარდამავალი, შავი ზღვა და მთა. ჩვენს მთებში ზამთრის სპორტული ტურიზმისათვის ხელსაყრელია თოვლის სქელი საფარი და დაბალი ტემპერატურა, რაც თოვლს უფრო დიდხანს ინარჩუნებს. წვიმიანი დღეების მცირე რაოდენობა აქტიური ტურისტული სეზონის განმავლობაში, მზე, ჰაერის ოდნავ მაღალი ტემპერატურა, ზღვის წყლის შედარებით მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარის ნაკლებობა ხელს უწყობს სანაპიროზე გასართობი ღონისძიებების განვითარებას. მთის სუფთა ჰაერსა და იოდით გაჯერებული ზღვის ჰაერს აქვთ სამკურნალო ეფექტი ადამიანის ორგანიზმზე.

ინფორმაციის წყარო:

https://www.bulgariatravel.org

ka_GE