ტრადიციული სამზარეულო
ბულგარეთში ყველაზე განთქმულ კერძად ითვლება - მაწონი (კისელო მლიაკო). მარტო ბულგარეთში არსებობს მაწვნის შესადედებელი ბაქტერია: Lactobacillus bulgaricus. მთელ მსოფლიოში ბულგარეთი ცნობილია ზუსტად ამ მაწვნის გაკეთების რეცეპტით (კისელო მლიაკო) და იგი ცნობილია როგორც ქვეყნის ნაციონალური სიმბოლო.
ბულგარეთის სუფრის კიდევ ერთი ტიპიური პროდუქტია თეთრი მარილწყლიანი ყველი, რომელიც იოგურტთან ერთად ბულგარული სიფრის განუყოფელი ნაწილია.
ერთ -ერთი ყველაზე ცნობილი და სასურველი საჭმელი ქვეყანაში არის ბანიცა. ეს არის ცომის პროდუქტი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა შიგნეულით - ყველი, ისპანახი, ბრინჯი, ხორცი და ა.
ქვეყანა აწარმოებს ბოსტნეულს განსაკუთრებული გემოთი. ამიტომ სალათები ღირსეულ ადგილს იკავებს ჩვენს კულინარიულ ტრადიციაში.
მრავალფეროვანი კერძების გარდა, ბულგარეთში მრავალწლიანი ტრადიციაა - სახლის პირობებში ალკოჰოლური სასმელების მომზადება - რაკია (ჭაჭა) და სახლის ღვინო. სახლის რაკია (ჭაჭა) მზადდება სხვა და სხვა სახეობის ხილისგან - ყურძენი, ტყემალი, გარგარი, მსხალი. ხილი ფერმენტაციის შემდეგ, გადააქვთ დიდ ქვაბებში და ადუღების შემდეგ, ორთქლი გამოიყოფა სითხეში და გადადის ჭურჭელში.
სასმელის გემოს და ფერის გაუმჯობესებისათვის, უმატებენ ხის ტოტებს და შაქარს.
სახლის ღვინო მზადდება ყურძნისაგან. ბულგარეთში ხარობს შესანიშნავი ღვინის ჯიშის ყურძენი, რომელიც ცნობილია მთელ მსოფლიოში. ბულგარეთის ტრაკიის რეგიონში ხარობს ძალიან კარგი ჯიშის ყურძენი, რის გამოც ღვინო გამოდის მაგიურად საამო.
ამით არ იწურება ბულგარეთის კერძებისა და სასმელების სიმდიდრე. რომ გაეცნოთ ქვეყნის კულინარულ სიმდიდრეს, უნდა მოიაროთ მთელი ქვეყანა, რადგან ყველა ბულგარეთის რეგიონს, აქვს თავისი შენარჩუნებული ტრადიციები და კულინარული შედევერები.