ბუნება და კლიმატი საქართველოში

ბუნება

მიუხედავად იმისა რომ, საქართველოს მცირე ფართობი უკავია შედარებით სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლებისაგან, მას აქვს ყველაზე მრავალფეროვანი ბუნება. საქართველოს ტერიტორიის უმრავლესობა დაფარულია კავკასიის მთებით. ჩრდილოეთის საზღვრის ნაწილი განისაზღვრება დიდი კავკასიონის მთიანი მასით. პატარა კავკასიის მთის ქედი, რომელიც თურქეთისა და სომხეთის საზღვრების გასწვრივ მდებარეობს, ისევე როგორც სურამისა და იმერითის მთები, ქმნის ბუნებრივ ბარიერს, რის გამოც არის სხვაობა კულტურული და ლინგვისტური ქვეყნის სხვადასხვა ნაწილებს შორის. მისი სიმაღლისა და ცუდად განვითარებული ინფრასტრუქტურის გამო, მთებში მრავალი სოფელი იზოლირებულია ზამთრის პერიოდში. საქართველოს მთის ნაწილში მიწისძვრები და მეწყერები საფრთხეს უქმნის მოსახლეობას. სტიქიური უბედურებებიდან 1989 წელს აჭარაში მასიური ქანების მეწყერები ჩამოწვა, რომლებმაც სამხრეთ-აღმოსავლეთში ათასობით ადამიანის სახლები დაანგრია და 1991 წელს ორმა მიწისძვრამ გაანადგურა, ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთში რამოდენიმე სოფელი.

საქართველოში დაახლოებით 25000 მდინარეა, რომელთა დიდი ნაწილი ჰიდროელექტროსადგურებისთვის გამოიყენება. მდინარეების სადრენაჟე აუზი დასავლეთიდან შავ ზღვამდე და აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანის გავლით - კასპიის ზღვამდეა. ყველაზე დიდი მდინარე სიგრძით - მტკვარია 1 364კმ. მდ. მტკვარი სათავეს იღებს ჩრდილოეთ თურქეთის მთებიდან, მიედინება აღმოსავლეთ საქართველოს ვაკეზე, დედაქალაქის გავლით და კასპიის ზღვას უერთდება. მდინარე რიონი - ყველაზე დიდი მდინარე სიგრძით დასავლეთ საქართველოში , მიედინება დიდი კავკასიის მთებიდან და შავ ზღვას უერთდება საპორტო ქალაქ ფოთში.

კლიმატი

iman-gozal-5iQWgow3_S0-unsplash

დასავლეთიდან სუბტროპიკული და აღმოსავლეთიდან ხმელთაშუა ზღვის მდებარეობა- გავლენას ახდენს საქართველოს კლიმატზე. დიდი კავკასიონი იცავს საქართველოს ტერიტორიას ჩრდილოეთიდან ცივი ჰაერის შმოშვებას. შავი ზღვიდან თბილი, ტენიანი ჰაერი დასავლეთ სანაპირო ზონაში ადვილად აღწევს. კლიმატური ზონები განსაზღვრულია შავი ზღვისა და ზღვის დონის სიმაღლის მეშვეობით. სუბტროპიკული კლიმატი ახასიათებს შავი ზღვის სანაპიროს, აფხაზეთისა და კოლხეთის დაბლობის გასწვრივ, მაღალი ტენიანობითა და ხშირი წვიმებით ხასიათდება (წელიწადში 1000-დან 2000 მმამდე). რამოდენიმე სახეობის პალმის ხეები იზრდება იმ სუბტროპიკული რეგიონის ნაწილებში, სადაც ზამთრის საშუალო ტემპერატურა აღწევს + 5 ° C და ზაფხულში + 35° C ტემპერატურას.

აღმოსავლეთ საქართველოში შავი ზღვის გავლენისაგან ვაკეები დაცულია მთებიდან მოდენილი სიცივისაგან, რაც კლიმატის კონტინენტურობას ქმნის. ზაფხულის ტემპერატურა 20-დან 24 ° C- მდეა და ზამთრის ტემპერატურა - 2-დან 4° C . ჰაერის ტენიანობა დაბალია და წვიმა წელიწადში 500-დან 800 მმ-მდეა. აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებში ქვეყნის მაღალმთიანი ნაწილები, ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ივრის ზეგანის გასწვრივ ნახევრად მშრალია რეგიონში საკუთარი, განსხვავებული კლიმატია.

ზღვის დონიდან უმაღლეს სიმაღლეზე ნალექი ზოგჯერ ორჯერ უფრო ინტენსიურია, ვიდრე ნალექები აღმოსავლეთ დაბლობში. ზღვის დონიდან 650 მეტრის სიმაღლეზე კლიმატი სუბტროპიკულია , სიმაღლის ზრდასთან ერთად კლიმატი ხდება ზომიერად თბილი და ტენიანი, თანდათანობით ტემპერატურა იკლებს.

ka_GE