ტრადიციული ქართული სამზარეულო

საქართველო ძალიან ლამაზი ქვეყანაა, რომელსაც ბევრი საინტერესო ღირშესანიშნაობა აქვს და ტრადიციული ქართული სამზარეულო - ერთ ერთი მათგანია.

ხინკალი

ხინკალი - ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კერძი, რომელიც შეიქმნა ფშავის, მთიულეთის და ხევსურეთის რეგიონებში. ქართული ცომის გუფთა. შედგება ღორისა და საქონლის (ან ცხვრის) ხორცის ნარევისგან. წარმოადგენს ცომისგან დამზადებულ ერთგვარ ტომარას, რომელშიც მოთავსებულია გატარებული ხორცი. მზადდება ხარშვის წესით.
უძველესი წესით ხინკალი მზადდება მსხვილად დაკეპილი ხორცით. მთიან რაიონებში ასეთი მეთოდით ხინკალს დღემდე ამზადებენ.

კუჭმაჭი

კუჭმაჭი - ტრადიციული ქართული კერძი. მზადდება ქათმის ღვიძლის და გულისგან. შესაზავებლად გამოიყენება ნიგოზი და ბროწეულის მარცვლები.

მწვადი

მწვადი - კავკასიელ და აზიელ ხალხთა კერძი. ტრადიციულად მზადდება ბატკნის ან ღორის ხორცისგან ლითონის ან ხის შამფურებზე.

ლობიო

ლობიო - ქართული მოხარშული ლობიო. ქართულ სამზარეულოში შეგხვდებათ ოცი სხვადასხვა სახეობის ლობიოს კერძები. ეს კერძი ძირითადად მიირთმევა სახლში გამომცხვარ პურთან ერთად.

ჩაქაფული

ჩაქაფული - ქართული ტრადიციული მოთუშული ხორცი. მზადდება ბატკნის და ხბოს ხორცისგან. შესანელებლად გამოიყენება ტარხუნის ფოთლები, ტყემალი, თეთრი მშალი ღვინო, ქინძი, ნიორი და მარილი.

აჯაფსანდალი

აჯაფსანდალი - კავკასიური სამზარეულოს კერძი (ქართული, სომხური, აზერბაიჯანული). მზადდება ბადრიჯნით, კარტოფილით, პომიდვრით, პილპილითა და სუნელებით.

სულუგუნი

სულუგუნი - ქართული ყველის სახეობა, საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე სამეგრელოდან. მზადდება ჭყინტი იმერული ყველის თერმული დამუშავებით (მოხარშვით). გაციების შემდეგ ყველის მასას მოსამწიფებლად 1-3 დღით ათავსებენ რძიან მარილწყალში. რადგან რბილი სულგუნი დიდხანს არ ინახება (არა უმეტეს 25 დღისა, მაცივარში), უფრო დიდხანს შესანახად მას აშრობენ და ბოლავენ. შებოლილი სულგუნი ინახება 2-3 თვე.

ხაჭაპური

ხაჭაპური - ქართული სამზარეულოს კერძი. ქართული ეროვნული ცომეული ნაწარმი. შესაძლოა ადრე ხაჭოს შერევით მზადდებოდა. ხაჭაპური წარმოშობით დასავლეთ საქართველოდანაა. არსებობს სხვადასხვა სახეობის ხაჭაპური, მათ შორის: იმერული, აჭარული, მეგრული, გურული, სვანური, რაჭული, ხევსურული, ფენოვანი. განსაკუთრებით ცნობილია იმერული ხაჭაპური.

მჭადი

მჭადი - თეთრი სიმინდის ფქვილისგან შემცვარი კერძი. მჭადს მიირთმევენ ფხალეულებთან ერთად.

გოზინაყი

გოზინაყი - საახალწლო ტკბილეული. ახალი წლის მისალოცი თაფლის — აბრამიანის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტი. მზადდება ნიგოზი და თაბლისგან.

ჩურჩხელა

ჩურჩხელა, ჯანჯუხა — ქართული ტკბილეული, ნიგვზის ან თხილის ნატეხები, ამოვლებული თათარაში განსაკუთრებით გამოიყენება საახლაწლო და სხვა სადღესასწაულო დღეებში.

საცივი

საცივი – ქართული კერძი. მზადდება ქათმით ან ინდაურით, რომლის ნაწილებს აწყობენ საგანგებოდა გამზადებულ ბულიონში. მნიშვნელოვანი ინგრედიენტია ნიგოზი და სუნელები.
ka_GE