ბატონმა იული ნუშევმა მონაწილეობა მიიღო კონსულების მსოფლიო ფედერაციაში (FICAC)

საქართველოს რესპუბლიკის საპატიო კონსული ბულგარეთის რესპუბლიკაში, მისი აღმატებულება ბატონი იული ნუშევი, საკონსულო ფედერაციის დირექტორთა საბჭოს პირველი შეხვედრის მონაწილეთა შორის ბრძანდებოდა (FICAC). შეხვედრა 13 დან 15 ივნისის ჩათვლით შედგა ქ სოფიაში, სადაც მონაწილეობა მიიღეს დაახლოებით ასმა საპატიო კონსულმა, დიპლომატებმა, ამჟამინდელმა და ყოფილმა მინისტრებმა,მთელი მსოფლიოს ბიზნესისა და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებმა.

შეხვედრის დროს პოლიტიკოსები და ბიზნესმენები საუბრობდნენ პოლიტიკური სიტუაციის, ბიზნესის შესაძლებლობებსა და რეგიონის მომავალზე, ევროპასა და მთელს მსოფლიოში. მთავარი თემა გახლდათ მხარეებს შორის კარგი ურთიერთობების მნიშვნელობა და საპატიო კონსულების როლი.

ღონისძიების კულმინაცია იყო ორგანიზებული გალა ვახშმით საკონსულო მსოფლიო ფედერაციისთვის (FICAC) და საპატიო კონსულების ასოციაციისთვის ბულგარეთში (AHCB).

ka_GE