იული ნუშევი დაინიშნა საქართველოს საპატიო კონსულად 2018 წლის 8 ივნისს. ამის შემდეგ, ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით, იგი აქტიურად ჩაერთო ბულგარეთში ქართული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციაში. მისი საქმიანობა მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განმტკიცებას.
ბატონი იული ნუშევი აქტიურად არის ჩართული კულტურულ მიმოცვლაში. ის ხელს უწყობს ბულგარეთში ქართველი მხატვრების, კინორეჟისორებისა და ფოტოგრაფების ჩამოყვანას, საქართველოს კულტურის ადგილობრივი მაყურებლებისთვუს საჩვენებლად. ის მონაწილეობს ეროვნულ ქართულ დღესასწაულებში და თან ახლავს ელჩს ღონისძიებებზე ისტორიულად მნიშვნელოვან ადგილებში.
ბატონი ნუშევი ხელს უწყობს ბულგარეთში ქართული დიასპორის კეთილდღეობას. საპატიო კონსულის ვებ პორტალი ქართველებს აწვდის ყველა იმ შესაბამის ინფორმაციას, რაც მათ დასჭირდებათ ბულგარეთში ყოფნის/მოგზაურობის დროს. ის აფინანსებს ბულგარეთის ამერიკულ უნივერსიტეტში მყოფ ქართველ სტუდენტებს, რაც ბევრ ქართველ ახალგაზრდას აძლევს საშუალებას აღასრულოს საზღვარგარეთ სწავლის ოცნება.
ბატონი ნუშევი არის ბულგარეთის საპატიო საკონსულოს ასოციაციის წევრი წევრი. მან ასევე დააარსა ბულგარულ - ქართული სავაჭრო - სამრეწველო პალატა. ის ასევე გაწევრიანებულია კონსულთა საერთშორისო ფედერაციაში.
ათ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში, ბატონ იული ნუშევის პროფესიული გზა და ინტერესები უკავშირდება საქართველოს. ის არის წამყვანი სატელეკომუნიკაციო კომპანიის Sofia Connect EAD– ის მფლობელი და აღმასრულებელი დირექტორი. მის კომანიას აქვს 20 წელიწადზე მეტი გამოცდილება სხვა ოპერატორებისთვის საბითუმო მომსახურების მიწოდებაში. კომპანიის მთავარი პარტნიორია უმსხვილესი ქართული ტელეკომი, კავკასუს ონლაინი, რომელსაც აქვს გაყვანილი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი - კავშირი ევროპასა და საქართველოს შორის.
საპატიო კონსულის საქმიანობის უფრო დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთსიახლეები.