ბატონი ნუშევი, ბულგარეთის ბიზნესის წარმომადგენლების დელეგაციასთან ერთაბ სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში 7-დან 10 ოქტომბრის ჩათვლით.
ვიზიტის მთავარი მიზანი იყო სამუშაო შეხვედრების გამართვა საქართველოში მსხვრილი ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, როგორიც გახლავთ: RMG Group - ერთ-ერთი საბადოების დიდი კომპანია საქართველოში და ამიერკავკასიაში. ასევე შედგა შეხვედრა ქალაქ ბოლნისის მერთან, ბატონ ბუბა გობეიშვილთან და InterCo-ს ტურისტული სააგენტოს დამფუძნებელ ქალბატონ ნინო მახვილაძესთან.
შეხვედრებზე განიხილეს საქართველოს რესპუბლიკასა და ბულგარეთის რესპუბლიკის შორის საქმიანი ურთიერთობები, ინვესტიციების შენარჩუნება და გაზრდა, საბადოების ინდუსტრიაში პარტნიორობის შესაძლებობები და საქართველოს, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის განვითარება.
მსგავსი თემები განიხილეს ბულგარეთის დელეგაციის შეხვედრაზეც, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მისიტრთან ბატონ ნიკოლოზ ალავიძესთან.