10 აგვისტოს ბულგარეთში, საქართველოს საელჩომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული გმირების ხსოვნის ცერემონია გამართა. ღვთისმსახურება ბაჩკოვოს (პეტრიწონი) მონასტერში ეპისკოპოს სიონის ლოცვა-კურთხევით აღევლინა და მას დაესწრნენ ბულგარეთის სხვადასხვა ეპარქიის სასულიერო პირები და ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები.
საპატიო კონსულ ნუშევს 16 წლის წინ დაღუპული გმირების მემორიალური ცერემონიის მხარდაჭერის პატივი მიეცა.
0 Comments