საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 5 ივნისს.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ბულგარეთის რესპუბლიკაში:
თამარ ლილუაშვილი - 2018 -დღემდე
ზურაბ ბერიძე - 2014 - 2018
ლევან მეტრეველი - 2012 - 2013
მიხეილ უკლება - 2008 - 2012
თეიმურაზ შარაშენიძე - 2004-2008
თამარ ლილუაშვილი - 2018 -დღემდე
ზურაბ ბერიძე - 2014 - 2018
ლევან მეტრეველი - 2012 - 2013
მიხეილ უკლება - 2008 - 2012
თეიმურაზ შარაშენიძე - 2004-2008
ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში:
დესისლავა ივანოვა - 2016 - დღემდე
პლამენ ბონჩევი - 2012 - 2016
ბრანიმირ რადევი - 2007-2012
ივაილო ბრაზიცოვი - 2003-2007
დესისლავა ივანოვა - 2016 - დღემდე
პლამენ ბონჩევი - 2012 - 2016
ბრანიმირ რადევი - 2007-2012
ივაილო ბრაზიცოვი - 2003-2007
თანამშრომლობის ძირითადი სფეროები:
საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას ტრადიციულად მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებთ.
პოლიტიკური დიალოგი რეგულარულად იმართება, როგორც ორმხრივ ასევე მრავალმხრივ ფორმატებში.
ორ ქვეყანას შორის არსებობს სოლიდური სახელშეკრულებო ბაზა, რომელიც არეგულირებს თანამშრომლობის თითქმის ყველა სფეროს.
ბულგარეთის რესპუბლიკა აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას.
აღსანიშნავია, რომ ბულგარეთის რესპუბლიკა საქართველოს დახმარებას უწევს ევროკავშირის პროგრამის „თანამშრომლობა განვითარებისთვის“ (Development Cooperation Program) ფარგლებში.
2017-2019 წლებში ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩომ შეითავსა საქართველოში ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს ფუნქცია. დინამიურია თანამშრომლობა ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კულტურისა და განათლების სფეროებში.
ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის არსებობს ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი სავაჭრო, ეკონომიკური, სამეცნიერო და ტექნიკური კომისიის ფორმატი. კომისიის უკანასკნელი - მე-5 სხდომა 2016 წლის 3 თებერვალს თბილისში გაიმართა. ნაყოფიერია თანამშრომლობა საკანონმდებლო დონეზე, ორი ქვეყნის პარლამენტებში ფუნქციონირებს პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფები. სოფიის წმინდა კლიმენტ ოხრიდსკის სახელობის უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის, ასევე, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტსა და ბულგარეთში ბაჩკოვოს მონასტრის ბიზანტიური მემკვიდრეობის კვლევით ინსტიტუტს შორის ჩამოყალიბებულია თანამშრომლობის ტრადიცია. ისტორიულ-კულტურული ურთიერთობების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ბულგარეთის რესპუბლიკაში ძმები ბაკურიანისძეების მიერ დაარსებული ბაჩკოვოს მონასტერი, სადაც დაბრძანებულია ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი (ქართული) ხატი.
This website uses cookies to improve your experience. We'll assume you accept this policy as long as you are using this websiteAcceptView Policy