საქართველოს ელჩი ეწვია ამერიკულ უნივერსიტეტს ბულგარეთში.

საქართველოს ელჩი მისი აღმატებულება , ქალბატონი თამარ ლილუაშვილი ეწვია ამერიკულ უნივერსიტეტს ბულგარეთში. იგი შეხვდა უნივერსიტეტის პრეზიდენტს ბატონ სტივენ სალივანს და ამავე უნივერსიტეტის სტუდენტებს. საქართველოს ახალი საპატიო კონსული, ბატონი იული ნუშევიც დაესწრო შეხვედრას და წარუდგა საზოგადოებას. ქართველმა სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ფესტივალში, სადაც მათ მოამზადეს ტრადიციული ქართული კერძები და შეასრულეს ქართული ნაციონალური ცეკვები. საქართველოს საელჩომ და საპატიო კონსულმა უნივერსიტეტში მხარდაჭერა გამოუცხადა ახალ ქართველ სტუდენტებს და გამოაცხადეს სპეციალური სტიპენდიის ჩამოყალიბება ქართველი სტუდენტებისთვის.

ka_GE