10 აპრილს, საპატიო კონსული იული ნუშევი ეწვია ბლაგოევგრადს სამუშაო ვიზიტით საქართველოს ელჩ ოთარ ბერძენიშვილთან ერთად.
ბატონმა ნუშევმა ელჩი ბლაგოევგრადში მდებარე საპატიო კონსულის ოფისიში მიიღო.
ამის შემდეგ ისინი ბლაგოევგრადის მერს ბატონ მეთოდს ბაიკუშევს ესტუმრნენ. ისაუბრეს ქვეყნებს შორის კულტურული გაცვლის მნიშვნელობაზე უშუალოდ, კულტურულ მიმოცვლაზე ბლაგოევგრადსა და ბათუმს შორის, რომლებიც ადრე დაძმობილებული ქალაქები იყვნენ. საუბარი ასევე შეეხო დაძმობილების აღდგენას.
ვიზიტი დასრულდა ბულგარეთის ამერიკული უნივერსიტეტის (AUBG) ქართველ სტუდენტებთან და AUBG-ის პრეზიდენტ დოქტორ მარჯი ენსაინთან შეხვედრით. განხილული იყო უნივერსიტეტში ქართველი სტუდენტების სტიპენდიების გაზრდა და საელჩოს, უნივერსიტეტსა და სტუდენტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. ბ-ნმა ნუშევმა დისი სწრაფვა გამოხატა ბულგარეთში მეტი ქართველი სტუდენტის მოზიდვის მიმართ.
0 Comments