საქართველოსა და ბულგარეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად, სოზოპოლში, ფრანკოფონიის ფესტივალ „სოლეილ“-ზე ელჩის თამარა ლილუაშვილის ინიციატივითა და საპატიო კონსულის იული ნუშევის მხარდაჭერით, 4 ივნისს, ძველი ქალაქის სამხატვრო გალერეაში გაიმართა ღონისძიება - „ფირსომანი და ღვინო.“
სტუმრებს საშუალება მიეცათ გაეცნოთ ყველაზე გამოჩენილ ქართველ მხატვარის ნიკო ფიროსმანის შემოქმედება, გაემეორებინათ მისი ცნობილი ნახატი „ირემი“ და დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო.

ხატვისა და ღვინის დალევის შემდეგ, 18:30 საათზე სოზოპოლის არქეოლოგიურ მუზეუმში გაიმართა ახალგაზრდა ქართველი მხატვრის სოფიო თათარაშვილის გამოფენა „ბუნების ყვავილები."
0 Comments