2022 წლის 13 დეკემბერს საპატიო კონსული იული ნუშევი დაესწრო საქართველოს ელჩის თამარა ლილუაშვილის მიერ ორგანიზებულ გამოსამშვიდობებელ წვეულებას, რომელიც ეძღვნებოდა ურკაინის ელჩს ვიტალი მოსკალენკოს.

შეხვედრას დიპლომატიური კორპუსის, მთავრობისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეკრებაზე ელჩმა თამარა ლილუაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და უკრაინის თანამშრომლობას და გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ.

ელჩმა ვიტალი მოსკალენკომ მადლობა გადაუხადა ყველას შეკრებისთვის, უკრაინის მხარდაჭერისთვის და მსოფლიოში მშვიდობის მალე დამყარდების იმედი გამოხატა.


0 Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

ka_GE