According to the order of the Healthcare Ministry of the Republic of Bulgaria on August 27, the state of emergency in the country will last till November 30, 2021.

ბულგარეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის 27 აგვისტოს ბრძანების თანახმად, ქვეყანაში საგანგებო ეპიდემიური მდგომარეობა გახანგრძლივდა 2021 წლის 30 ნოემბრამდე.

Georgia was placed in a „red zone.“ This means, Georgian citizens are not allowed to enter Bulgaria, except for the following cases:

საქართველო იმყოფება “წითელ ზონაში”, აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ბულგარეთის რესპუბლიკაში შემოსვლა აკრძალულია, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

  • Georgian citizen holds a temporary, long-term or permanent residence permit or is a part of the family, member(s) of which hold(s) Bulgarian citizenship or residence permit | თუ საქართველოს მოქალაქეს აქვს ბულგარეთის რესპუბლიკაში ბინადრობის დროებითი, გრძელვადიანი ან მუდმივი უფლება; ან არის ბულგარეთის რესპუბლიკის მოქალაქის/ბინადრობის უფლების მქონე პირის ოჯახის წევრი;
  • Georgian citizen holds Bulgarian D type study visa and is enrolled in one of the Bulgarian universities | თუ საქართველოს მოქალაქეს გააჩნია ბულგარეთის რესპუბლიკის D კატეგორიის სასწავლო ვიზა და ირიცხება ბულგარეთის რომელიმე უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში;
  • Georgian citizen is a medical professional and their visit to Bulgaria is linked to their profession | თუ მოქალაქე არის სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი და ქვეყანაში ვიზიტი უკავშირდება მათი პროფესიული საქმიანობის წარმოებას;
  • Georgian citizen has duties connected to transportation or delivery of the medical equipment and technology | თუ მოქალაქე აწარმოებს საქმიანობას, რომელიც უკავშირება სამედიცინო საშუალებებისა და ტექნიკის გადაზიდვა-მიწოდებას;
  • Georgian citizen is entering Bulgaria for duties connected to agriculture and tourism (and holds relevant invitation and confirmation) | თუ მოქალაქე ქვეყანაში შემოდის სასოფლო-სამეურნეო და ტურიზმის სფეროში საქმიანობის გასაწევად (აღნიშნულის შესახებ შესაბამისი მოწვევისა და თანხმობის ქონის შემთხვევაში);
  • Georgian citizen is entering the country to get Bulgarian citizenship and holds relevant permission and a letter from Ministry of Justice of the Republic of Bulgaria | თუ მოქალაქე ქვეყანაში შემოდის ბულგარეთის მოქალაქეობის მისაღებად, აღნიშნულის შესახებ ბულგარეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ბრძანების და წერილის არსებობის შემთხვევაში;
  • Georgian citizen, who holds an official written permission to enter from Healthcare Minister of the Republic of Bulgaria or their deputy | თუ მოქალაქეს გააჩნია ბულგარეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის ან მოადგილესგან მიღებული ოფიციალური წერილობითი თანხმობა ქვეყანაში შემოსასვლელად.

Individuals, who belong to the list of above-mentioned exceptions, will be admitted into the country with the negative PCR test and the certificate of full vaccination or document certifying that citizen had COVID together with the PCR test. Individuals, who will enter Bulgaria with negative PCR test results only, will have to self-quarantine for 10 days.

პირები, რომლებიც აღნიშნულ გამონაკლისთა სიას მიეკუთვნებიან, აუცილებლად უნდა წარადგინონ ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი სერტიფიკატი PCR ტესტის უარყოფით პასუხთან ერთად ან დოკუმენტი კოვიდის გადატანის შესახებ PCR ტესტის უარყოფით პასუხთან ერთად. ხოლო პირები, რომლებიც ბულგარეთის რესპუბლიკაში შემოვლენ მხოლოდ PCR ტესტის უარყოფითი პასუხით, გაივლიან 10 დღიან თვითიზოლაციას.

  • Georgian citizens are allowed to enter the country for transit if they can prove that they will leave Bulgaria in a short period of time and are entering it for transit purposes only. In this case, it is not necessary to show any COVID-related documentation. | საქართველოს მოქალაქეებისთვის ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორიის ტრანზიტულად გავლა დაშვებულია, თუ კი ისინი დაასაბუთებენ, რომ ქვეყანას დატოვებენ შესვლიდან მოკლე ვადაში და მხოლოდ ტრანზიტის მიზნით შედიან მასში. აღნიშნულ შემთხვევაში COVID-თან დაკავშირებული რაიმე საბუთის წარდგენა არ მოითხოვება.

Categories: COVID-19

0 Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

ka_GE