კვირას, 2 ივლისს, საპატიო კონსული იული ნუშევი დაესწრო საინფორმაციო დაფის გახსნას ბაჩკოვოს მონასტერში (პეტრიწონის მონასტერი). ეს დაფა აღწერს მონასტრის ისტორიას, რომელიც იწყება ქართველი ძმები ბაკურიანების მიერ მისი 1083 წელს დაარსებიდან და ხაზს უსვამს ბულგარეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო ისტორიულ კავშირებს.

ღონისძიება დაიწყო საზეიმო ლიტურგიით, მას შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ დიდი ეპისკოპოსი სიონი, ეპისკოპოსი ანდრეი და საქართველოს ელჩი ოთარ ბერძენიშვილი. შემდგმომ, გაიხსნა საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ ორგანიზებული გამოფენა „განძი." საბოლოოდ, დღე დასრულდა ტრადიციული ტრაპეზით.
0 Comments