2008 წლის ომის მემორიალური ცერემონია ბაჩკოვოში

10 აგვისტოს ბულგარეთში, საქართველოს საელჩომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული გმირების ხსოვნის ცერემონია გამართა. ღვთისმსახურება ბაჩკოვოს (პეტრიწონი) მონასტერში ეპისკოპოს სიონის ლოცვა-კურთხევით აღევლინა და მას დაესწრნენ ბულგარეთის სხვადასხვა ეპარქიის სასულიერო პირები და ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები. ვრცლად იხილეთ…

საქართველოს ელჩი ბულგარეთის ნაციონალურ ტელევიზიაში

21 ნოემბერს საქართველოს ელჩი ბულგარეთში ოთარ ბერძენიშვილი ბულგარეთის ნაციონალური ტელევიზიის (BNT) დილის გადაცემას 100% Будни დაესწრო. ვრცლად იხილეთ…

ახალი სამოგზაურო ვებსაიტი საქართველოს შესახებ

საქართველოს მთავრობამ შექმნა ახალი სამოგზაურო ვებსაიტი - სრული გზამკვლევი საქართველოს განსაცვიფრებელი პეიზაჟების, მდიდარი კულტურისა და თბილი სტუმართმოყვარეობის შესახებ. გამოიკვლიეთ ყველაფერი, რაცსაც საქართველო სტუმრებს სთავაზობს აქ.

საქართველოს საპატიო კონსულების კონფერენცია 2023 ბათუმში

2023 წლის 9-12 სექტემბერს, საპატიო კონსული იული ნუშევი დაესწრო საქართველოს საპატიო კონსულების კონფერენციას ბათუმის სასტუმრო შერატონში. ატონ ნუშევს გაუმასპინძლდნენ საგარეო საქმეთა სამინისტრო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. ვრცლად იხილეთ…

ბაჩკოვოს მონასტერში საინფორმაციო დაფა გაიხსნა

კვირას, 2 ივლისს, საპატიო კონსული იული ნუშევი დაესწრო საინფორმაციო დაფის გახსნას ბაჩკოვოს მონასტერში (პეტრიწონის მონასტერი)... ვრცლად იხილეთ…

ბულგარული სერიალის "ВИНА"-ს პრემიერა

5 იანვარს საპატიო კონსული იული ნუშევი ახალი ბულგარული სერიალის „Вина“-ს პრემიერას დაესწრო. სერიალი შეიქმნა Sofia Connect-ის, ბულგარეთში საქართველოს საელჩოსა და ბატონ ნუშევის მხარდაჭერით. ვრცლად იხილეთ…

იულიი ნუშევმა მონაწილეობა მიიღო 2022 წლის საქართველოს საპატიო კონსულების კონფერენციაში თბილისში

30 სექტემბერს - 3 ოქტომბერს, საპატიო კონსული იული ნუშევი დაესწრო საქართველოს საპატიო კონსულების კონფერენციას - თანამშრომლობა ძლიერი პარტნიორობისთვის, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ 50-ზე მეტი ქვეყნის კონსული. ის ორგანიზებული იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. ვრცლად იხილეთ…

პეტრიწონის მონასტერში საქართველოს ბავშვთა ანსამბლის მხარდაჭერა

ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით, საპატიო კონსულს იული ნუშევს საშუალება მიეცა მხარი დაეჭირა ქართული ტრადიციული სიმღერისა და ცეკვის სამცხე-ჯავახურ საბავშვო ანსამბლ ირმისასთვის. ვრცლად იხილეთ…

საპატიო კონსული ფრანკოფონიის ფესტივალზე Soleil სოზოპოლში 2022

საქართველოსა და ბულგარეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად, სოზოპოლში, ფრანკოფონიის ფესტივალ „სოლეილ“-ზე ელჩის თამარა ლილუაშვილის ინიციატივითა და საპატიო კონსულის იული ნუშევის მხარდაჭერით, 4 ივნისს, ძველი ქალაქის სამხატვრო გალერეაში გაიმართა ღონისძიება - „ფირსომანი და ღვინო.“ ვრცლად იხილეთ…

დამოუკიდებლობის დღის და დიპლომატიური ურთიერთობის აღნიშვნა ბაჩკოვოს (პეტრიწონის) მონასტერში

28 მაისს საპატიო კონსული იული ნუშევი დაესწრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღის, საქართველო-ბულგარეთის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავის და ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, რომელიც უაღრესად სიმბოლურ ადგილას, ბაჩკოვოს (პეტრიწონის) მონასტერში აღინიშნა. ეს მონასტერი დაარსდა XI საუკუნეში ქართველი ძმების ბაკურიანების მიერ. ვრცლად იხილეთ…

ka_GE