ართული ტრაპეზა
 
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით და საპატიონ კონსულის იული ნუშევის მხარდაჭერით, დღესასწაული აღინიშნა ბაჩკოვოს მიძინების მონასტერში (პეტრიწონის მონასტერი). დღესასწაულს ესწრებოდნენ ბულგარეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ბულგარეთის მოქალაქეები, საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები და საპატიო კონსული იული ნუშევი. მონასტერი ააგეს ქართველმა ძმებმა ბაკურიანმა XI საუკუნის ბოლოს და ის დღემდე რჩება საქართველოსა და ბულგარეთს შორის მრავალსაუკუნოვანი ახლო ურთიერთობის სიმბოლოდ. ადგილი, სადაც შეგიძლიათ ნახოთ ბიზანტიური, ქართული და ბულგარული კულტურების შერწყმა.

ელჩმა თამარ ლილუაშვილმა მონასტრის ეპისკოპოს სიონის გადასცა იესო ქრისტეს ხატი

მონასტრის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა სიონიმ მონასტრის ტერიტორიაზე საზეიმო წირვა ჩაატარა,რასაც მოჰყვა ქართული ტრაპეზი.დღესასწაულის ფარგლებში ელჩმა თამარა ლილუაშვილმა მონასტრის წინამძღვარს გადასცა საქართველოდან გადმოტანილი იესო ქრისტეს ხატი. 

ვიდეო: ბავშვები საქართველოს ულოცავენ დამოუკიდებლობის დღეს


0 Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

ka_GE