COVID-19

ბულგარეთის რესპუბლიკამ საგანგებო მდგომარეობა 13 მარტიდან 13 აპრილამდე გამოაცხადა. ტერიტორიაზე შემოსვლა მხოლოდ საზღვრებზე შესაბამისი შემოწმების გავლის შემდეგ არის შესაძლებელი. ტესტის შედეგების ნიადაგზე წყდება მგზავრის მოთავსება კარანტინში/თვითიზოლაციაში.

კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციისთვის ბულგარეთის რესპუბლიკის მიერ დაწესებული შეზღუდვები

🛑 🛑 საჰაერო - თურქეთის ავიახაზები შეზღუდულად ახორციელებს ფრენებს სტამბოლის მიმართულებით იმ მოქალაქეთათვის, რომლებიც გასული 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ შემდეგ ქვეყნებში: ავსტრია, ბელგია, ჩინეთი, დანია, საფრანგეთი, გერმანია, ირანი, ერაყი, იტალია, კორეის რესპუბლიკა, ნიდერლანდები, ნორვეგია, ესპანეთი, შვედეთი.

მათ ეკრძალებათ თურქეთის ტერიტორიაზე შესვლა ტრანზიტული გადაადგილებითაც.

ასევე ყოველდღიურად უქმდება ფრენები ევროპის სხვადასხვა მიმართულებით.

🛑 🛑 სახმელეთო და საზღვაო- ბულგარეთიდან თურქეთის ტერიტორიაზე შესვლა აიკრძალა იმ პირთათვის ვინც გასული 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდა შემდეგ ქვეყნებში: ავსტრია, ბელგია, ჩინეთი, დანია, საფრანგეთი, გერმანია, ირანი, ერაყი, იტალია, კორეის რესპუბლიკა, ნიდერლანდები, ნორვეგია, ესპანეთი, შვედეთი.

- საზღვრებზე მოწმდება სატრანსპორტო საშუალებები და ხდება მათი შესაბამისი დეზინფექცია სპეციალური ტანსაცმლით აღჭურვილი თანამშრომლების მიერ.

- საზღვაო პორტები მუშაობენ ჩვეულ რეჟიმში. საბორნე მიმოსვლა გრძელდება მხოლოდ ტვირთის გადაზიდვის მიზნით.

🛑 სახელმწიფო და კერძო დაწესებულებების ფუნქციონირება - სახელმწიფო ხალხს მიმართავს, იმუშაონ დისტანციურად თუ ეს არის შესაძლებელი.

🛑 საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირება - სასწავლო პროცესი ქვეყანაში 16 მარტიდან შეწყდა განუსაზღვრელი ვადით.

🛑 🛑 საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შეზღუდვა/აკრძალვები - გალერეები, კინოთეატრები, სპორტული დარბაზები და კლუბები იხურება. რესტორნები, ბარები და სწრაფი კვების ობიექტებიც დაიხურება 2 კვირით.

- საფეხბურთო ჩემპიონატი შეჩერდა 13 აპრილამდე.

- ღამის ტრანსპორტი დროებით შეწყვეტს მუშაობას.

- ღამის ტრანსპორტი დროებით წყვეტს მუშაობას.

- ყველას, ვინც ასეთ სიტუაციაში აგრძელებს მუშაობას (ბანკები, მომსახურების ოფისები, აფთიაქები, მაღაზიები და მარკეტები) მიეწოდებათ დეზინფექციისთვის საჭირო ყველა საშუალება (დღეში მინიმუმ 4-ჯერ), რათა მოხდეს სამუშაო ადგილების, სალარო აპარატების და სხვა ნივთების დეზინფექცია თავდაცვის მიზნით.

- 16 მარტიდან დაიხურა სათხილამურო კურორტები: ბანსკო, ბოროვეტსი, პომპოროვო.

🛑 🛑 ჯარიმები - ვირუსით დაინფიცირებული, ან ვირუსის მატარებელი ადამიანი ვალდებულია დაექვემდებაროს მკურნალობას ან კარანტინს/თვითიზოლაციას, ამ ყველაფერზე უარის თქმის შემთხვევაში, დაავადების გავრცელების საფრთხის შექმნის მიზეზით დაჯარიმდება 5 000 ლევის ოდენობით (დაახლოებით 2538 ევრო).

#StopCoV

ka_GE