ბულგარეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის 2021 წლის 26 ნოემბრის ბრძანების თანახმად, ქვეყანაში საგანგებო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გახანგრძლივდა 2022 წლის 31 მარტამდე.

ბულგარეთში საქართველოდან შემოსვლის პირობები შემდეგია:

საქართველო იმყოფება “წითელ ზონაში”, აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ბულგარეთის რესპუბლიკაში შემოსვლა აკრძალულია, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

  • თუ საქართველოს მოქალაქეს აქვს ბულგარეთის რესპუბლიკაში ბინადრობის დროებითი, გრძელვადიანი ან მუდმივი უფლება; ან არის ბულგარეთის რესპუბლიკის მოქალაქის/ბინადრობის უფლების მქონე პირის ოჯახის წევრი;
  • თუ საქართველოს მოქალაქეს გააჩნია ბულგარეთის რესპუბლიკის D კატეგორიის სასწავლო ვიზა და ირიცხება ბულგარეთის რომელიმე უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში;
  • თუ მოქალაქე არის სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი და ქვეყანაში ვიზიტი უკავშირდება მათი პროფესიული საქმიანობის წარმოებას;
  • თუ მოქალაქე აწარმოებს საქმიანობას, რომელიც უკავშირება სამედიცინო საშუალებებისა და ტექნიკის გადაზიდვა-მიწოდებას;
  • თუ მოქალაქე ქვეყანაში შემოდის სასოფლო-სამეურნეო და ტურიზმის სფეროში საქმიანობის გასაწევად (აღნიშნულის შესახებ შესაბამისი მოწვევისა და თანხმობის ქონის შემთხვევაში);
  • თუ მოქალაქე ქვეყანაში შემოდის ბულგარეთის მოქალაქეობის მისაღებად, აღნიშნულის შესახებ ბულგარეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ბრძანების და წერილის არსებობის შემთხვევაში;
  • თუ მოქალაქეს გააჩნია ბულგარეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის ან მოადგილესგან მიღებული ოფიციალური წერილობითი თანხმობა ქვეყანაში შემოსასვლელად.

პირები, რომლებიც აღნიშნულ გამონაკლისთა სიას მიეკუთვნებიან, აუცილებლად უნდა წარადგინონ ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი სერტიფიკატი PCR ტესტის უარყოფით პასუხთან ერთად, ან დოკუმენტი კოვიდის გადატანის შესახებ PCR ტესტის უარყოფით პასუხთან ერთად.

ხოლო პირები, რომლებიც ბულგარეთის რესპუბლიკაში შემოვლენ მხოლოდ PCR ტესტის უარყოფითი პასუხით, გაივლიან 10 დღიან თვითიზოლაციას.

საქართველოს მოქალაქეებისთვის ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორიის ტრანზიტულად გავლა დაშვებულია, თუ კი ისინი დაასაბუთებენ, რომ ქვეყანას დატოვებენ შესვლიდან მოკლე ვადაში და მხოლოდ ტრანზიტის მიზნით შედიან მასში. აღნიშნულ შემთხვევაში COVID-თან დაკავშირებული რაიმე საბუთის წარდგენა არ მოითხოვება.

Categories: COVID-19

0 Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

ka_GE