დასახლებები

ქალაქები

ბულგარეთის ყველაზე დიდი ქალაქები: სოფია, პლოვდივი, ვარნა, ბურგასი, რუსე, სტარა ზაგორა და პლევენი. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე კურორტები: შაბლა, კავარნა, ბალჩიკი, ვარნა, ბიალა, ობზორი, ნესებრი, პომორიე, ბურგასი, სოზოპოლი, პრიმორსკო, სვეტი ვლასი, ჩერნომორეცი, ცარევო, კიტენი, ახელოი და ახტოპოლი. 

მთის ტურისტული ქალაქები: სამოკოვი, ბანსკო, დობრინიშტე, ჩეპელარე, სმოლიანი, ელენა, ტროიანი, ტეტევენი და სხ.

ჩვენს ქვეყანაში არის საკურორტო-ბალნეოლოგიური ობიექტები როგორიც არის: ბანკია, ვარშეცი, ველინგრადი, ხისარია, საპარევა ბანია, სტრელჩა, კიუსტენდილი, დევინი და სხ.

ტურისტებისთვის საინტერესოა დუნაის პირას განლაგებული ქალაქებიც: ვიდინი, ლომი, კოზლოდუი, ორიახოვო, ნიკოპოლი, ბელენე, სვიშტოვი, რუსე, ტუტრაკანი და სილისტრა.

ბევრ ბულგარულ ქალაქში შენარჩუნებულია ძველი არქიტექტურული ნაგებობები: კოტელი, კოპრივშტიცა, კარლოვო, კალოფერი, სოპოტი, ელენა, ტრიავნა, ბანსკო, მელნიკი (ყველაზე პატარა ქალაქი ბულგარეთში) და სხ.

ქალაქის ზოგიერთ ნაწილებში დაცულია ან აღდგენილია არქიტექტურული და ეთნოგრაფიული კომპლექსები: პლოვდივი, (ძველი პლოვდივი), ნესებრი (ძველი ქალაქი - იუნესკოს მეთვალყურეობის ქვეშ), გაბროვო (ეტრი), სოზოპოლი (ძველი ქალაქი), დობრიჩი (ძველი დობრიჩი), ზლატოგრადი (არეალენ კომპლეკსი), ლოვეჩი (ვაროშა), სმოლიანი ( უბანი რაიკოვო და უსტოვო), ბლაგოევგრადი (ვაროშა), სევლიევო (ეტნოგრაფიული კომპლეკსი), მალკო ტირნოვო, ველიკო ტირნოვო (სამოვოდის ჩარშია), პლევენი ( აღორძინების კომპლეკსი), რაზგრადი (ვაროშ) და სხ.

ტურისტებისთვის დიდ ინტერესს წარმოადგენს ბულგარეთის ძველი დედაქალაქები: პლისკა, ველიკი პრესლავი და ველიკო ტირნოვო.  

სოფლები

ბულგარეთის სოფლები ცნობილია ლამაზი ბუნებითა და სტუმართმოყვარეობით.

ბევრ სოფლებში განვითარებულია სოფლის ტურიზმი, რომელიც საშუალებას მოგცემთ შეისწავლოთ ბულგარეთის ცხოვრების წესები და კულტურა, გახდეთ ბულგარული ტრადიციების ნაწილი, ასევე დააგემოვნოთ ტრადიციული ბულგარული კერძები, რომლის რეცეპტებიც შენარჩულებულია საუკუნეების მანძილზე.

ბულგარულ სოფლებში საინტერესო ისტორიების და ლეგენდების გარდა, შეგიძლიათ შეიგრძნოთ ბუნების სიმშვენიერე და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო კერძები დააგემოვნოთ.

კოპწია - ულამაზესი ბულგარული სოფლები მდებარეობს როდოპის შუაგულში - გელა, შიროკა ლიკა, მომჩილოვცი, ორეხოვო, სმილიანი, არდა, დოლენი, ლეშტენი, კოვაჩევიცა, პლეტენა და ბევრი სხ.

სოფლების რაოდენობა სტარა პლანინაშიც ბევრია - ბოჟენცი, რიბარიცა, ჟერავნა, ორეშაკი, მედვენი, სკანდალო, ულამაზესი პატარა სოფლები და დასახლებები ელენის, ეტროპოლის და ტეტევენის მიდამოებში და ა.შ. დიდ სიამოვნებას მიიღებთ დასვენებით და გასეირნებით სოფელ - არბანასში.

დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ შავი ზღვის პირa სოფლების სილამაზე - იქ ყოფნით მიიღებთ უდიდეს სიამოვნებას ზაფხულის თბილი დღეებით და სოფლის ტურიზმით: დურანკულაკი, კრაპეცი, ტიულენოვო, კამენ ბრიაგი, ბულგარევო, შკორპილოვცი, ლოზენეცი, ვარვარა, სინემორეცი, რეზოვო და სხ.

მთა რილას სილამაზეს შეგიძლიათ შეეხოთ თუ მოისურვებთ ამ სოფლებში დასვენებას: გოვედარცი, ბელი ისკრი, მალა ცირკვა ან დობირსკო.

მთის დასახლება სტრანჯის სოფლებიც იძლევა დასვენების საშუალებას - ბულგარი, კოსტი, ბრიშლიანი, მლადეჟკო. და თუ მოინახულებთ სტრანჯას ივნისის დასაწყისში, შეგიძლიათ იხილოთ უძვეესი რიტუალი - ფეხშველა ცეკვა ცეცხლმოკიდებულ ნაკვერჩხლებზე. 

კურორტები

ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს მრავალი სხვადასხვა ტიპის კურორტები. შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს შემდეგი კურორტები : „რუსალკა“, „ალბენა“, კრანევო, „ ზლატნი პიასაცი“ (ოქროს ქვიშა), „რივიერა“, „ჩაიკა“, „ სლინჩევ დენი“, „სვ. სვ. კონსტანტინი და ელენა“, „ სვ ილია“, ობზორი, „ელენიტე“ სვ, ვლასი, „დიუნი“, ნესებრი, რავდა, კიტენი, პომორიე, პრიმორსკო, ჩერნომორეცი, სოზოპოლი, ლოზენეცი, ცარევო, ახტოპოლი და სინემორეცი.

ყველაზე დიდი შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე კურორტი - „სლინჩევ ბრიაგია“, რომელიც მოიცავს 5,5 კმ ქვიშის ტერიტორიას. იქვე ახლოს მდებარეობს კურორტი - „სვ. ვლასი“.

ხმელთაშუაზღვის სტილის დაცვით, არის აშენებული კურორტ „ელენიტეში“ დასასვენებელი სახლები და სასტუმროები. და საკურორტო დასახელება „დიუნი“ მდებარეობს წიწვოვანი ხეების და ზღვის სანაპიროზე.

ზოგიერთი სასტუმრო ზღვის სანაპიროზე მთელი წლის განმავლობაში ემსახურება მომხმრებელს და იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მის ტერიტორიაზე ჩატარდეს მრავალი საქმიანი ბიზნეს შეხვედრა . შავი ზღვის სანაპიროებზე განლაგებული პლიაჟები იყოფა რამოდენიმე კატეგორიად: დიდი ( 100 000 მ² -ზე მეტი), დურანკულაკის, ალბენა-კრანევოს, ზლატნი პიასიცის, კამჩიის-შკორპილოვცის, ობზორის, სლინჩევ ბრიაგის, პომორიეს, ატანასოვსკის, ალეპუსის, პრიმოსრსკის სამხრეთ სანაპირო; საშუალო (50 000 დან 100 000 მ² - დე) - კრაპეცის, შაბლის, სვ. კონსტანტინის, ქალაქის პლიაჟი - ვარნის, ასპარუხოვოსი, შკორპილოვცის - სამხრეთ ნაწილი, ობზორის - სამხრეთ ნაწილი, ირაკლის, ბურგასის, კავაცის, სტომოპლოსის, ნესტინარკის, ახტოპოლოს და ა.შ..; პატარა: ( 10 000 დან 50 000 მ² - დე) - ძირითადად სამხრეთ სანაპიროზე მდებარეობს.

შავი ზღვის სანაპირო ასევე ცნობილია სამკურნალო ტალახებით: პოლორიე, ვარნა, ბალჩიკი, შაბლა, ატანასოვსკო ეზერო, ტაუკლიმანი. ასევე ცნობილია მინერალური წყლებიც - კრაპეწში, ტიულენოვოში, რუსალკაში, კავარნაში, ბალჩიკში, ალბენაში, ზლატნი პიასაცში, სვ . სვ. კონსტანტინ და ელენაში, ვარნაში, დოლნოკამჩიისკში, ემინსკში, მედოვსკში და ბურგასში.

მსოფლიოში ცნობილი სამთო კურორტები ბულგარეთში: პამპოროვო, ბოროვეცი და ბანსკო. კურორტი პამპოროვო მდებარეობს 1650 მ. ზღვის დონიდან როდოპეპში. წელიწადის განმავლობაში თოვლიანი დღეები - 150- ა, და სასრიალო ტრასების სიგრძე - 800 დან 3800 მეტრამდეა. მთა რილაში , 1350 მ ზღვის დონიდან, მდებარეობს კურორტი ბოროვეცი. კურორტზე მდებარეობს საუკეთესო საცურაო ტრასები, და ბიატლონისთვის საჭირო ტრასები ცნობილია მთელს მსოფლიოში. ევროპაში ყველაზე სწრაფად განვითარებადი მთიანი კურორტი -ბანსკოა. იმის გარდა რომ ბანსკოში მოქმედებს საციგურაო ტრასები მსოფლიო დონეზე, შენარჩუნებულია 140 კულრუტის ძეგლი. და იქ შეიქმნა ცნობილი ბანსკოს ხატების წერის სკოლა. საუკეთესო საციგურაო დასვენების საშუალებას იძლევა მთის კურორტები: მალიოვიცა, პანიჩიშტე, ბატაკი, ბეკლემეტო, რიბარიცა, ოსოგოვო, მომჩილოვცი, ჩეპელარე, კომ-ბერკოვიცა, უზანა, იუნდოლა, ბეკლემენ, ბოდროსტ-კარტალა, პრედელი, სემკოვო და ალეკო.

ბულგარეთში არის საუკეთესო სპა და ბალნეოლოგიური კურორტები: ხისარი, ველინგრადი (ბალკანეთის საუკეთესო სპა კურორტის დედაქალაქი), სანდანსკი, ბანკია, კიუსტენდილი, ნარეჩენი, პაველ ბანია, კოსტენეცი, ვარშეცი, ბურგასის მინერალური წყლები, მომინ პროხოდი, სლივენის მინერალური წყლები, სტაროზაგორას მინერალური წყლები, ხასკოვოს მინერალური წყლები, საპარევა ბანია, ბანია, ტეტევენი, ტრიავნა, აპრილცი, კოტელი, ელენა, გოვედარცი, დრიანოვო.

ka_GE