განსაკუთრებით გააქტიურებულია თრაკიისა და საბერძნეთის ცივილიზაციის შორის კულტურული ურთიერთობა. ძველი წელთაღრიცხვით VI-II საუკუნეების პერიოდში, თრაკიაში, ქ. მიზიასა და შავი ზღვისპირეთის ტერიტორიაზე, აღმოცენებულია მრავალი ქალაქი, რომლებიც ხვდება საბერძნეთის კულტურის გავლენის ქვეშ. І საუკუნეების შუა პერიოდში ახალი წელთაღრიცხვით, მთელი ბულგარეთის ტერიტორია ხდება რომის იმპერიის გავლენის ქვეშ. ამ პერიოდის მრავალი არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლები შემორჩენილია : ანტიკური დროის თეატრი და რომის სტადიონი პლოვდივში, ძველრომაული ქალაქები: ულპია ესკუსი, ნოვე, ნიკოლოპოლის ად ისტრუმი, ნიკოპოლის ად ნესტუმი, ავგუსტა ტრაიანა, აბრიტუს და სხვ.
რომის იმპერიის დაცემის შემდეგ, დღევანდელი ბულგარეთის მიწების ნაწილი -მიეკუთვნება აღმოსავლეთ რომის იმპერიას, რასაც ისტორიკოსებმა მოგვიანებით დაარქვეს - ვიზანტია. VII საუკუნის მეორე ნახევრიდან, დღევანდელი ბულგარეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის ტერიტორია დასახლებულია ძველი ბულგარელებით. სლაველებთან ერთად იქმნება ახალი ბულგარეთის სახელმწიფო, რომელიც აღიარებულია ვიზანტიის მიერ 681 წელს. სახელმწიფოს მეთაურად არჩეულ იქნა ძველი ბულგარელების მხრიდან - ხან ასპარუხი და დედაქალაქად აღიარებულ იქნა ქ პლისკა.ხან კრუმის მეთაურობის პერიოდში (803-814) ბულგარეთის ტერიტორია ემეზობლება დასავლეთით კარლ დიდი, და აღმოსავლეთით ემიჯნება ვიზანტიის დედაქალაქ - კონსტანტინოპოლს. კნიაზ ბორის I მიხაილის მმართველობის პერიოდში (852-889), 864 წელს ბულგარეთის სახელმწიფო ღებულობს ოფიციალურად ქრისტიანულ სარწმუნოებას და ბულგარეთი ხდება ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული სახელმწიფო - ევროპაში.
ІХ საუკუნის ბოლოს ძმები კირილი (კონსტანტინ ფილოსოფოსი) და მეთოდი აყალიბებს და ავრცელებს სლავურ დამწერლობას. ორხიდი და ველიკი პრესლავი ხდება ბულგარულ- სლავური კულტურის ცენტრად. ბულგარეთიდან სლავური დამწერლობა ვრცელდება სხვა სლავურ ქვეყნებში. დღესაც რუსეთი, სერბეთი, უკრაინა, მაკედონია და ბელორუსი იყენებს კირილიცას. მეფე სიმეონ І-ის (893 – 927) მმართველობა ითვლება როგორც „ბულგარეთის კულტურის ოქროს ხანად“, და ბულგარეთის სახელმციფოს საზღვრებმა ამ დროისთვის მიაღწია შავი ზღვის, თეთრ ზღვისა და ადრიატიკის ზღვამდე.
პაისი ხილენდარსკი
1876 წელს დაიწყო აპრილის აჯანყება, რომელიც ისტორიაში შესულია როგორც უდიდესი მცდელობა ბულგარეთის სახელმწიფოს განთავისუფლება ოსმალეთის იმპერიისგან. აჯანყება ჩახშობილ იქნა, მაგრამ ბულგარეთის დამოუკიდებლობის საკითხი დადგა ცენტრალურ პოლიტიკურ არენაზე. რუსეთ-თურქეთის განმანთავისუფლებელი ომი , რომელიც მოხდა 1878 წელს ბულგარეთის სახელმწიფომ აღადგინა თავისი ძველი პოზიციები. ბერლინის კონგრესმა 1878 წელს ბულგარეთის ტერიტორია გაყო სამ ნაწილად: ბულგარეთის თავადების ხელმძღვანელობით, აღმოსავლეთ რუმელია - რომელსაც მმართველობდა მართლმადიდებელი ქრისტიანი, რომელიც დანიშნული იყო სულთანის მიერ და ტრაკია და მაკედონია, რომელიც რჩებოდა ოსმალეთის იმპერიის გავლენის ქვეშ. პირველი ბულგარეთის თავადების წარმომადგენლად არჩეულ იქნა - ალექსანდრე ბატენბერგი. 1879 წელს მიღებულ იქნა ბულგარეთის პირველი კონსტიტუცია, რომელიც იყო ყველაზე დემოკრატიული იმ დროისთვის. 1885 წელს გაერთიანებულ იქნა ბულგარეთის თავადები და აღმოსავლეთ რუმელია. 1908 წელს თავადი ფერდინანდი საკსკობურგოტსკი აცხადებს ბულგარეთის დამოუკიდებლობას თურქეთის გავლენისაგან და იგი არჩეულ იქნა ბულგარეთის მესამე სამეფოს მეფედ.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბულგარეთი ეკონომიურად და პოლიტიკურად ხდება საბჭოთა კავშირის გავლების ქვეშ. 1946 წელს ბულგარეთის სახელმწიფო გადაკეთდა რესპუბლიკად და სახელმწიფოს სათავეში უდგება კომუნისტორი პარტია. სხვა პოლიტიკური პარტიები აკრძალურია, ეკონომიკა და ბანკი ნაციონალიზირებულია, და მიწები გადაკეთებულია კოოპერაციაბად.
1989 წლის ბოლოს იწყება დემოკრატიოული გარდატეხა ბულგარეთში. ტარდება მრავალპარტიული არჩევნები. მიღებულია ახალი კონსიტიტუცია. ბულგარეთი მიყვება დემოკრატიულ აღორძინებას და საბაზრო ეკონომიკას. ბულგარეთის საგარეო პოლიტიკა მიმართულია ევროპის სტრუქტურებთან დასაახლოებლად. 1991 წლიდან ბულგარეთი ხდება ევროპის საბჭოს წევრი. 2004 წელს - ნატოს წევრი ქვეყანა. 1995 წელს ბულგარეთის რესპუბლიკას შეაქვს მოთხოვნა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. 1999 წელს იწყება მოლაპარაკება. 2005 წლის 25 აპრილს ლუქსემბურგში ხელი მოეწერა ბულგარეთის რესპუბლიკის ევროკავშირთან შეერთების ხელშეკრულებას. 2007 წლის 1 იანვრიდან ბულგარეთი ევროკავშირის წევრობის სრულუფლებიანი წევრი გახდა.ინფორმაციის წყარო:
https://www.bulgariatravel.org