საქართველო გახდება პირველი ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც ხელს მოაწერს ხელშეკრულებას ევროკავშირთან თანამშრომლობის სააგენტოსთან - Eurojust-თან, რომელიც შეიქმნა 2002 წელს, რათა დაეხმაროს ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და რამოდენიმე არაწევრ ქვეყანას ეფექტურად - ტერორიზმისა და სერიოზული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტმა უკვე გაახმოვანა საკითხი, 555-მა ევროპარლამენტმა ხელი მოაწერა შეთანხმებას საქართველოსა და Eurojust-თან ხელშეკრულებას შორის, 29-მ არ დაუჭირა მხარი და 20-მა თავი შეიკავა კენჭისყრაში.
უახლოეს დღეებში საქართველოს იუსტიციის მინისტრი ქალბატონი თეა წულუკიანი და საქართველოს მთავარი პროკურორი ბატონი შალვა თადუმაძე, ჩავლენ ჰააგაში და ხელს მოაწერენ ამ ხელშეკრულებას "- განაცხადა პროკურატურამ.
პროკურატურამ ასევე განაცხადა, რომ ეს შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის მისცემს შესაძებლობას დროულად და ეფექტურად ითანამშრომლონ სერიოზული დანაშაულის გამოძიებაში.
ეს ეხება განსაკუთრებით - ორგანიზებულ დანაშაულებს ", - დაამატა პროკურატურამ.
დამატებით განაცხადეს, რომ შეთანხმების ხელმოწერის დაწყების წინ, Eurojust-თმა შეისწავლა, თუ როგორ იცავს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები პირად ინფორმაციას.
ყოველწლიურად Eurojust -ს ააქვს მზარდი რაოდენობის შემთხვევები (ამჟამად 2300), ახორციელებს 250 საკოორდინატო შეხვედრების ჩატარებას და მართავს 10 საკოორდინატო ცენტრს.
წყარო: Eurojust News and announcements