15 მარტს, ოფიციალურად გაიხსნა საქართველოს საპატიო საკონსულო ბულგარეთის რესპუბლიკაში, ქ. ბლაგოევგრადში. ოფიციალური გახსნა გაიმართა "22 სექტემბერი"-ს სახელობის დარბაზში, ქ ბლაგოევგრადი, სადაც ესწრებოდნენ: მისი აღმატებულება ქალბატონი თამარ ლილუაშვილი - საქართველოს ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში, ბატონი ატანას კამბიტოვი - ქ ბლაგოევგრადის მერი, მისი აღმატებულება - ბატონი იული ნუშევი - საქართველოს საპატიო კონსული ქ ბლაგოევგრადი ბულგარეთის რესპუბლიკაში, მისი აღმატებულება ბატონი ტემირაი იზბასტინი - ყაზახეთის ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში, მისი აღმატებულება ბატონი ვლადიმერ ვორონკოვიჩი - ბელორუსიის ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში , სტივენ სალივანი - ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტი ბულგარეთის რესპუბლიკაში, და ბევრი სხვა საპატიო სტუმარი.
„ იხსნება საკონსულო ბალაგოევროგრადის, პერნიკის, კიუსტენდილის და პლოვდივის მოქმედ რეგიონებში, რომელიც ხელს შეუწყობს ბულგარეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებას, ასევე კონსულტაციას გაუწევს ქართულ დიასპორას“, განაცხადა საქართველოს საპატიო კონსულმა ბატონმა იული ნუშევმა.
"დაწყებულია რამოდენიმე პროექტის რეალიზაცია, რომელთაგანაც ერთ-ერთი უკვე ფუნქციონირებს, ინფორმაციული პორტალი - კულტურისა და ისტორიული ფასეულობების, განსახლების, დაზღვევისა და სხვა და სხვა საჭიროებისთვის, რათა შეუფერხებლად იმოგზაუროდ ჩვენს ქვეყანაში. ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტ ბატონ სალივანთან, გვქონდა საქმიანი შეხვედრა, ქართველი სტუდენტებისთვის სტიპენდიის ჩამოსაყალიბებლად, რომელიც შემოწირულობის ფორმას მიიღებს. ამჟამად 26 ქართველი სტუდენტი სწავლობს ამერიკულ უნივერსიტეტში ქ ბლაგოევგრადში, იმედი მაქვს, რომ მათი რიცხვი მომავალში გაიზრდება. ვგეგმავთ ბიზნესფორუმის ორგანიზებას, სადაც ყველა ინდუსტრიის წარმომადგენელი საუკეთესო გამოცდილებისა და იდეებს გაიზიარებს. საგანგებო ტელეფონი მუშაობს 24 საათის განმავლობაში ", - ჩამოაყალიბა საქართველოს საპატიო კონსულმა ბატონმა იული ნუშევმა.
საქართველოსა და ბულგარეთს შორის ურთიერთობა მოდის ისტორიულად ძველი დროიდან და საპატიო საკონსულოს გასნა განაგრძობს ამ ტრადიციას. 1964 წლიდან ქალაქ ბლაგოეგრადი (ბულგარეთის რესპუბლიკა) ძმადნაფიცია - ქალაქ ბათუმთან (საქართველო).
საკონსულოს გახსნა ხელს შეუწყობს ბულგარეთსა და საქართველოს შორის საქმიანი ურთიერთობების განვითარებას, ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში ცხოვრობენ ქვეყანაში, ასევე დაეხმარება ახალგაზრდა ქართველებს, რომლებიც სწავლობენ ან გააგრძელებენ განათლების მიღებას ბულგარეთში, სასწავლო და საცხოვრებელი პირობების შესახებ დამატებითი და დეტალური ინფორმაციის ჩვენი მცრიდან მიწოდების გზით.
ღონისძიებაზე ასევე გამოცხადდა ბულგარულ-ქართული სავაჭრო და სამრეწველო პალატის შექმნის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს ორივე მხარეს შორის საზღვრისპირა თანამშრომლობას და ბიზნეს პარტნიორობას.
საპატიო საკონსულოს გახსნაში მონაწილეობა მიიღო ბულგარული ხალხური ცეკვის ანსამბლ: „პირინ“-მა.
საქართველოს საპატიო საკონსული მდებარეობს: ქ ბლაგოევგრადში, მეტროპოლიტ ბორისის ქუჩაზე N17, მისაღები დღე: ყოველ პარასკევს 14 დან 16 საათამდე. დანარჩენი დროის განმავლობაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საპატიო კონსულს ტელეფონით: +359 73 51 9090 ან ელექტრონული ფოსტით: ynushev@mfa.gov.ge