
ბულგარეთის რესპუბლიკის საქართველოს საელჩომ და საპატიო კონსულ იული ნუშევმაბულგარეთს ქართული კულტურა გააცნეს 2021 წლის 3 - 8 ივნისისს, სოზოპოლში გამართული მე -10 საერთაშორისო ფრანკოფონიის ფესტივალ „სოლეი“-ს ფარგლებში. ფესტივალმა წარმოადგინა ფრანკოფონების საერთაშორისო ალიანსის წევრი ქვეყნების გამოფენები, კონცერტები, ფილმების ჩვენებები და კულტურული მრავალფეროვნებები.

ფესტივალის გახსნისას, ელჩი თამარა ლილუაშვილი ფესტივალის საპატიო დირექტორად აირჩიეს. გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ ბულგარეთის ვიცე -პრეზიდენტი ილიანა იოტოვა, სოზოპოლის მერი ტიხომირ იანაკიევი და ალბანეთისა და საფრანგეთის ელჩები.
4 ივნისი, 22 სთ.: ფილმის ჩვენება

თათია სხირტლაძისა და ანა ხაზარაძის დოკუმენტური ფილმის ჩვენება ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ქალების შესახებ, "დიდება დედოფალს," გაიმართა სოზოპოლის ოტეც პაისის საზოგადოებრივ ცენტრში.
დოკუმენტური ფილმი მოგვითხრობს ოთხი ქალის, ნონა გაფრინდაშვილის, ნანა ალექსანდრიას, მაია ჩიბურდანიძის და ნანა იოსელიანის შესახებ. მათ რევოლუცია მოახდინეს ქალთა ჭადრაკში მთელს მსოფლიოში და გახდნენ საბჭოთა კავშირში ქალთა ემანსიპაციის სამაგალითო პიროვნებები.
5 ივნისი, 13:30 სთ.: გამოფენები
ქართველი ფოტოგრაფების ფოტოგამოფენა "გამარჯობა, მე მქვია თბილისი" და გიორგი სისაურის "ყვავილები" გაიმართა ძველი ქალაქის სოზოპოლის საკრებულოს შენობაში.
ახალგაზრდა ნიჭიერმა ზაქარია ჭელიძემ, სოფო ტიტვინიძემ, ანა სიჭიშვილმა და თინათინ ბრეგვაძემ გააოგნეს ბულგარელი სტუმრები ვარნაში მულტიკულტურული დედაქალაქ თბილისის გამოსახულებებით 2020 წლის ივლისში. წელს ისინი დაბრუნდნენ მათთვის, ვისაც არ ჰქონდა საშუალება დინამიური და მუდმივად ცვალებადი, მაგრამ ღრმად კულტურული და ტრადიციული ქალაქის სურათების ხილვა.
იმათ, ვინც 2020 წლის თებერვალში გიორგი სისაურის "ქათული ანბანის" გამოფენის ხილვა შეძლო, წელს გიორგის ახალი კოლექციით "ყვავილები" დატკბობის საშუალება მოეცათ. მისი მეორე გამოფენა გამოირჩევა "სურეალური რეალობით," ან გიორგის რწმენით, რომ ხელოვნება უნდა ასახავდეს ფიზიკურ სამყაროში უხილავს. მრავალი კომერციული შეკვეთით გადატვირთულმა, გიორგიმ გადაწყვიტა შესვენება აეღო და რაიმე საკუთარი თავისთვის გაეკეთებინა, რისი შედეგიც გახდა ეს თვალწარმტაცი ნამუშევრების სერია.
სანამ გამოფენის სტუმრები ქართულ ღვინოს აგემოვნებდნენ, მათ ჰქონდათ შანსი გიორგი სისაურის ხელნაწერი სახელები მიეღოთ.











