სიახლეებზე დაბრუნება

მოგზაურობის პირობების შემსუბუქება საქართველოს და ბულგარეთს შორის

· ბულგარეთი, საქართველო

ისტორიული პუბლიკაცია. მასში აღწერილი მგზავრობის წესები აღარ მოქმედებს.

ბულგარეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის 2022 წლის 28 იანვრის ბრძანების თანახმად, 2022 წლის 1 თებერვლიდან იცვლება ქვეყანაში შემოსვლის რეგულაციები.

საქართველოდან მომავალ პირებს შეეძლებათ ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემოსვლა შემდეგი დოკუმენტებიდან ერთ-ერთის წარდგენის შემთხვევაში:

  • ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი სერტიფიკატი;
  • COVID-19-ის გადატანის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტი, ნეგატიური შედეგით.

ბულგარეთის რესპუბლიკის ტრანზიტულად გავლა ნებადართულია თავისუფლად, ზემოჩამოთვლილი დოკუმენტების (არც ერთი მათგანი) წარდგენის მოთხოვნის გარეშე.