სიახლეებზე დაბრუნება

სიახლე: ბულგარეთში მგზავრობის პირობები საქართველოს მოქალაქეებისთვის

· ბულგარეთი, საქართველო

ისტორიული პუბლიკაცია. მასში აღწერილი მგზავრობის წესები აღარ მოქმედებს.

ბულგარეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის 2022 წლის 30 მარტის ბრძანების თანახმად, 2022 წლის 1 აპრილიდან 15 მაისამდე, ნებისმიერ პირს (მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს) ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემოსასვლელად მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტებიდან ერთ-ერთის წარდგენა:

  • ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი სერტიფიკატი;
  • COVID-19-ის გადატანის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ან ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტი, ნეგატიური შედეგით.

ბულგარეთის რესპუბლიკის ტრანზიტულად გავლა ნებადართულია თავისუფლად, ზემოჩამოთვლილი დოკუმენტების (არც ერთი მათგანი) წარდგენის მოთხოვნის გარეშე.