5 იანვარს საპატიო კონსული იული ნუშევი ახალი ბულგარული სერიალის „Вина“-ს პრემიერას დაესწრო. სერიალი შეიქმნა Sofia Connect-ის, ბულგარეთში საქართველოს საელჩოსა და ბატონ ნუშევის მხარდაჭერით.
12-ეპიზოდიანი ოჯახური დრამა, რომელიც გადის ბულგარეთის ნაციონალურ ტელევიზიაზე (BNT) ეხება მემკვიდრეობითი ღვინის მარანს და მის ირგვლივ არსებულ ყველა საიდუმლოს. თითოეულ ეპიზოდის სახელი პოპულარული ჯიშის ღვინოა, პირველი ეპიზოდი სასიამოვნო და ფართოდ პოპულარული სოვინიონ ბლანით იხსნება.



