სიახლეებზე დაბრუნება

სუხიშვილის ნაციონალური ბალეტი ეწვევა ბულგარეთს

· ბულგარეთი

მსოფლიოში განთქმული ქართული ანსამბლი -„სუხიშვილები“ თავისივე ორკესტრის სპეციალურ მონაწილეობით, ორსაათიანი პროგრამით ეწვევა ბულგარეთს და წარადგენს 72 წლის მანძილზე სუხიშვილის თაობების მიერ შექმნილ ყველაზე სანახაობრივ და ემბლემატურ ცეკვებს.

ანსამბლი ეწვევა ბულგარეთს 70 მოცეკვავეთა და საკუთარი ორკესტრით. არტისტები გამოიცვლიან 600 ნაციონალურ ქართულ კოსტუმებს, რომელიც იქნება გაწყობილი ხელნაკეთი, ძვირფასი ქვებით. მაყურებელი მიიღებს უდიდეს სიამოვნებას ქართველთა ცეცხლოვანი ცეკვებისაგან. ამ ცეკვების შესრულების დროს გამოყენებულ იქნება აკრობატიული ნომრები ხმლებით და ხანჯლებით. ესეთი ილეთები არის სავიზიტო ბარათი „მფრინავი ქართველებისთვის“. უნიკალურია მამაკაცების ცერებზე ცეკვა და მანდილოსნების ნარნარი მოძრაობა.

საცეკვაო დასმა 72 წლის განმავლობაში ჩაატარა 10 000- ზე მეტი კონცერტი, 5- ვე კონტინენტზე, 90 ქვეყანაში , და მაყურებელთა რიცხვმა გადააჭარბა 50 მილიონს.

საუკეთესო ანსამბლი მსოფლიოში (ვაშინგტონ პოსტის მონაცემებით) სუხიშვილების საბალეტო დასი აღიარებულ იქნა საუკეთესოდ და რეკორდული მონაცემებით „ლა სკალა“-ს, სცენაზე. მაყურებელმა არტისტები მხურვალე ემოციებით და ტაშით 14 ჯერ გამოიყვანა სცენაზე, რომელიც დარჩა ისტორიული პრეცედენტი. საქართველოს ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილები“ ყველაზე დიდი გულშემატკივრები იყვნენ და არინ: იოსებ სტალინი, უინსტონ ჩერჩილი, ელვის პრესლი, ივე მონტანნი, მიხაილ ბარისნიკოვი, შარონ სტოუნი, პელე და სხვები



სუხიშვილების ნაციონალური ბალეტი გამოვა 5 კონცერტით ბულგარეთის 4 ქალაქში.

გაეცანით კონცერტის პროგრამას:

06.12.2018წ. - ქ სოფია -ნაციონალური კულტურის სასახლე“ (НДК) დარბაზი 1.

07.12.2018წ. - ქ პლოვდივი - „კოლოდრუმი“

09.12.2018წ. - ქ სტარა ზაგორა „სახელმწიფო ოპერის შენობა“

10.12.2018წ. - ქ ვარნა - კულტურისა და სპორტის სასახლე

ზუსტი ინფორმაცია შეგიძლიათ შეიტყოთ ნაციონალური ბალეტის ინტერნეტ გვერდზე : www.sukhishvili.net

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ინტერნეტ გვერდზე : EVENTIM.