სიახლეებზე დაბრუნება

ოფიციალური მიღება საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით

· ბულგარეთი, საქართველო

2019 წლის 26 მაისს აღინიშნა საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 101 წლის თავი. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს ელჩმა ბულგარეთის რესპუბლიკაში, მისმა აღმატებულებამ ქალბატონმა თამარ ლილუაშვილმა მოაწყო ოფიციალური მიღება, სადაც სტუმრად იმყოფებოდნენ ბულგარეთის რესპუბლიკის ვიცე- პრეზიდენტი ქალბატონი ილიანა იოტოვა, საქართველოს საპატიო კონსულები ბულგარეთის რესპუბლიკაში - ბატონი იული ნუშევი და ბატონი დინკო დინევი, 2001-2005 წლამდე ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრი - ბატონი სიმეონ საკსობურგოტსკი, ატლანტიკური კლუბის დამფუძნებელი ბულგარეთში - ბატონი სოლომონ პასი, აგრეთვე გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეები და საქართველოს რესპუბლიკის ბევრი მეგობარი.

ამ ღონისძიებამ კიდევ უფრო გაამყარა ორ ქვეყანას შორის როგორც ეკონომიკური , ისე კულტურული გეგმები.

სტუმრებს ქონდათ საშუალება დაეგემოვნებინათ ქართული კერძები და ქართული ღვინო, დაეთვალიერებინათ და გასცნობოდნენ ტრადიციულ ქართულ ხალხურ საცეკვაო კოსტუმებს და დამტკბარიყვნენ ქართული ჯაზ მომღერლის - მაია ბარათაშვილის განუმეორებელი ხმით.

IMG_0945_georgia_socialmedia_short4
IMG_1070_georgia_socialmedia_short5
IMG_1072_georgia_socialmedia_short6
IMG_1096_georgia_socialmedia_short7
IMG_1179_georgia_socialmedia_short11
IMG_1293_georgia_socialmedia_short13
IMG_1298_georgia_socialmedia_short14
IMG_1300_georgia_socialmedia_short15
Previous Next